თავში

კორონავირუსის სიმძიმის პროგნოზირება მიტოქონდრიული დნმ-ით არის შესაძლებელი

კორონავირუსის სიმძიმის პროგნოზირება მიტოქონდრიული დნმ-ით არის შესაძლებ
კორონავირუსის სიმძიმის პროგნოზირება მიტოქონდრიული დნმ-ით არის შესაძლებელი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების უახლესი დასკვნებით, მიტოქონდრიული დნმ-ის ტესტს კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების სიმძიმის პროგნოზირება შეუძლია. 

კორონავირუსით დაავადებული პირის სისხლში მიტოქონდრიული დნმ-ის გაზომვა ექიმებს დაეხმარებათ წინასწარ დაადგინონ დასჭირდება თუ არა პაციენტს ჰოსპიტალიზაცია და რა ფორმით გადაიტანს ის დაავადებას.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ კორონავირუსის პანდემიის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას ის ფაქტორი წარმოადგენდა, რომ პაციენტებში დაავადების სიმძიმის წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელი იყო. პაციენტის ასაკისა და მანამდე არსებული დაავადების ცოდნა ხელს უწყობს კორონავირუსის შესაძლო მიმდინარეობის განსაზღვრას, თუმცა მსოფლიოში ხშირია შემთხვევები, როდესაც COVID-19-ით ჯანმრთელ ადამიანები უეცრად იღუპებიან.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის იმუნოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ენდრიუ გელმანის თქმით, ექიმებს კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობის შესაფასებლად უფრო მოწინავე მეთოდები სჭირდებათ. მიტოქონდრიული დნმ-ის განმსაზღვრელი სისხლის ტესტი საავადმყოფოში მოხვედრისთანავე შეიძლება გაკეთდეს. 

მეცნიერებმა კორონავირუსით დაავადებული 97 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს. ექიმებმა საავადმყოფოში მყოფი პაციენტების მიტოქონდრიული დნმ-ის დონე გაზომეს. მეცნიერთა დაკვირვებით დადგინდა, რომ საავადმყოფოში ყოფნის პირველ დღეს იმ პაციენტებში, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდნენ, მიტოქონდრიული დნმ-ის დონე გაცილებით მაღალი იყო იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებმაც დაავადება მარტივად გადაიტანეს. მიტოქონდრიული დნმ-ის დონე იმ COVID-19 პაციენტებში, რომელთაც ფილტვების დისფუნქცია განუვითარდათ, დაახლოებით ათჯერ მეტი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system