თავში

მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცილებით საშიშია

მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცი
მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცილებით საშიშია

მეცნიერები ახალი სახიფათო ვირუსის შესახებ საუბრობენ, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Express აქვეყნებს.

ვირუსი სახელწოდებით "ნიპაჰი" განვითარებადი ზოონოზური დაავადება, რომელიც ბანგლადეშის და ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდება და ფატალურ შედეგებს იწვევს. 

ვირუსი ჩვეულებრივ ადამიანებს, მცენარეებისა და ხილისგან გადაეცემათ, რომლებიც ინფიცირებული ღამურების ნერწყვით არის დაბინძურებული. ამჟამად ვირუსის ვაქცინა ან მკურნალობის საშუალება არ არსებობს. "ნიპაჰი" ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს.

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ვირუსი უფრო იმაზე ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ვარაუდობდნენ. 

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ Sars-CoV-2- ისგან განსხვავებით, ამ დროისათვის, "ნიპაჰი" ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის, მაგრამ ღამურებში უკვე ვირუსის ახალი შტამი ფიქსირდება, რომელიც გაცილებით საშიშია.

მეცნიერების განცხადებით,  "ნიპაჰის" შემთხვევების რაოდენობა სათანადოდ არ არის შეფასებული, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია. კერძოდ, ვირუსს ძირითად შემთხვევაში იაპონური ენცეფალიტისა და მალარიის სიმპტომები ახასიათებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system