თავში

Moderna-ს ვაქცინა COVID-19-სგან 3 თვით იცავს

Moderna-ს ვაქცინა COVID-19-სგან 3 თვით იცავს
Moderna-ს ვაქცინა COVID-19-სგან 3 თვით იცავს

ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc-მა, რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობს განაცხადა, რომ პრეპარატი ახალი ტიპის კორონავირუსისგან სულ მცირე სამი თვის განმავლობაში იცავს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

კომპანიის ცნობით, კლინიკური კვლევები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 30 ათას მოხალისეზე ჩატარდა. კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი (ანტისხეულები) ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ 119 დღის განმავლობაში ნარჩუნდება. თუმცა, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემთხვევაში, ანტისხეულები ორგანიზმში კიდევ 90 დღის განმავლობაში რჩება.

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობამ პირველადი ანალიზის შედეგად 94,1% შეადგინა. 

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი Moderna-სგან 160 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს. Moderna-ს ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით, სავარაუდოდ, აშშ-ში წლის ბოლოსთვის, ხოლო მსოფლიოსთვის მომავალი წლის დასაწყისისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ვაქცინის ერთი დოზის საფასური 25-დან 37 დოლარამდე მერყეობს


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system