თავში

Nature: რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის უსიმპტომო შემთხვევების შესახებ?

Nature: რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის უსიმპტომო შემთხვევების შესახებ?
Nature: რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის უსიმპტომო შემთხვევების შესახებ?

კორონავირუსით ინფიცირებულ რომელ პროცენტებს არ აღენიშნებათ SARS-CoV-2-ის სიმპტომები?  როგორია ასიმპტომური პაციენტების როლი ინფექციის გავრცელებაში? ეს არის ის ძირითადი კითხვები, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან დღემდე თითოეულ ჩვენგანს აწუხებს.

გამოცემა Nature-ის ცნობით, ინფიცირებული ყოველი მეხუთე პაციენტი ასიმპტომურია და ის გაცილებით ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს, ვიდრე სიმპტომების მქონე პაციენტი. ამასთან, მკვლევარებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, არის თუ არა ასიმპტომური ინფექცია პანდემიის ”ჩუმი გამავრცელებელი”, მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასიმპტომური პაციენტების მეშვეობით ვირუსი საერთოდ არ ვრცელდება.

ერთ-ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის ასიმპტომური მატარებლები 42%-ით ნაკლებად აინფიცირებენ სხვა პირებს, ვიდრე სიმპტომის მქონე პაციენტები.

პანდემიის დასაწყისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასიმპტომური ინფექციების რაოდენობა 81%-ს აღწევს. გასულ თვეში გამოქვეყნდა მეტაანალიზი, რომელიც მოიცავდა 13 კვლევის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 21 708 ადამიანმა. მისმა ავტორებმა გამოთვალეს, რომ ასიმპტომური დაავადებების რაოდენობა 17% -ს შეადგენს. დასკვნების თანახმად, ადამიანთა უმეტესობას სიმპტომები 7-13 დღის განმავლობაში უვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასიმპტომური მატარებლებისგან ინფექციის რისკი ნაკლებია, ისინი კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში ისინი ვერ ატყობენ რომ ინფიცირებულები არიან და არ იცავენ იზოლაციას, შესაბამისად დაავადებას სხვა ადამიანებს გადასცემენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system