თავში

ნიგერიაში "ყვითელი ცხელების" 222 შემთხვევა დაფიქსირდა

ნიგერიაში "ყვითელი ცხელების" 222 შემთხვევა დაფიქსირდა

ნიგერიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ბოლო 11 დღის განმავლობაში ფედერაციის სამ შტატში  "ყვითელი ცხელების" 222 შესაძლო შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ინფორმაციით, "ყვითელი ცხელებით" გარდაცვლილია 76 ადამიანი. შემთხვევები 1-დან 11 ნოემბრის პერიოდში ბაუჩის, ენუტუსა და დელტის შტატებში დაფიქსირდა. 

ყვითელი ცხელება წარმოადგენს მწვავე ვირუსულ ჰემორაგიულ დაავადებას, რომელიც გადაეცემა ინფიცირებული კოღოს საშუალებით. სიტყვა „ყვითელი“ მიგვანიშნებს დაავადების თანმხლებ სიმპტომზე - სიყვითლეზე, რომელიც უვითარდება პაციენტთა გარკვეულ ნაწილს. დაავადების მძიმე ფორმის და მკურნალობის გარეშე, ლეტალური გამოსავალი მოსალოდნელია შემთხვევათა 50 %-ში.

ყოველწლიურად ყვითელი ცხელებით მსოფლიოში 200 ათასამდე ადამიანი ინფიცირდება, საიდანაც 30 ათასთან ლეტალური შედეგი დგება. 

ყვითელი ცხელების შემთხვევები ფიქსირდება 47 ენდემურ ქვეყანაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. წლიურად ანგარიშგებულ შემთხვევათა 90% მოდის აფრიკის სუბ-საჰარის ტერიტორიაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system