თავში

ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა
ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

სატელევიზიო ინტელექტკლუბის წევრის, ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას ორი თვის წინ თურქეთში კავერნომიის ამოკვეთის ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა, ახლა ნეიროქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. აგლაძის მეგობრები და ოჯახის წევრები ბერლინში ოპერაციის ჩასატარებლად საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

"ყველას გთხოვთ, მხარში ამოუდგეთ ამ უსაყვარლეს კაცს. TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე; BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე. დანიშნულებაში მიუთითეთ “ნიკასთვის”, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ნიკა აგლაძე 1990 წლის 14 მაისს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობისა და სიძველეთმცოდნეობის სპეციალობებს დაეუფლა. ის ინტელექტკლუბში 2005 წლიდან თამაშობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system