თავში

ორი კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია

ორი კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია
ორი კრიტიკული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია

კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად შეფასებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ექიმები ელოდებიან  მათი მდგომარეობის სტაბილიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთდება პროგნოზები.

იმ ორი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გვყავს, ჯერჯერობით უცვლელია. შედარებით მაღალი ასაკის პაციენტის შემთხვევაში, რომელიც 80 წელს გადაცილებულია თითქოს შეინიშნება სტაბილიზაცია და თუ ეს შეგვინარჩუნდა ძალიან კარგია. პროგნოზულად, გამოსავალზე საუბარი კატეგორიულად ვერ მოხდება. მეორე პაციენტის მდგომარეობა თითქოს დღეს დილისთვის მკვეთრად არ გაუარესებულა. იმედი გვაქვს, რომ თუ ასე შევინარჩუნებთ მის მდგომარეობას და დასტაბილურდება მერე ვილაპარაკოთ პროგნოზსა და გამოსავალზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 695, ხოლო სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 231. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system