თავში

პარკინსონის დაავადების აღმოჩენა ხატვის და წერის ტესტებით - VIDEO - PHOTO

პარკინსონის დაავადების აღმოჩენა ხატვის და წერის ტესტებით
პარკინსონის დაავადების აღმოჩენა ხატვის და წერის ტესტებით - VIDEO - PHOTO

ავსტრალიელი მეცნიერების შექმნილი ახალი მეთოდი, პარკინსონის დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს. ეს დრამატულად მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დაავადებასთან ბრძოლის ხანგრძლივ გზაზე. დიაგნოსტირების მეთოდი, წერით უნარებსა და ნახატებზე დაფუძვნებულ ტესტებს მოიცავს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიუხედავად მათ მიერ აქამდე შექმნილი სისხლის ტესტისა, წერითი უნარების დეგრადირება, ყველაზე ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას მისცემთ მათ. ტესტების ავტორებმა უკვე დადეს შეთანხმება, კომერციულ სტარტაპთან სახელად Jesse Medical, რომელთან თანამშრომლობითაც ტესტი 2022 წელს საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება. ავსტრალიელი მკვლევარები ამ დრომდე ტესტის კლინიკურ გამოცდებს განაგრძობენ. 

შეგახსენებთ, რომ პარკინსონი ერთ-ერთი ურთულესი დაავადებაა, რომლელიც ადამიანის ცხოვრების ხარისხს აუარესებს და ელემენტარული უნარების, დაუხმარებლად გამოყენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. საქმეს ისიც ართულებს, რომ წინასწარი დიაგნოზი და რისკ-ჯგუფის დადგენა, აქამდე შეუძლებელი იყო. დაავადებაზე ეჭვის მიტანა, მხოლოდ სიმპტომების გარეგნული ფორმით გამოხატვის შემდეგ ხერხდება, რაც დაავადებასთან წარმატებული ბრძოლის შანსს ამცირებს. 

შეგახსენებთ რომ დამოუკიდებლად ჭამა, კიდურების კანკალის გამო, პრაქტიკულად არ შეუძლიათ დაავადებულ ადამიანებს, თუმცა ტექნოლოგიური ინდუსტრია ასეთ ადამიანებზეც ზრუნავს და 5 წლის წინ, მათ სპეციალური ჭკვიანი კოვზი შექმნეს, რომელიც პირამდე ლუკმის მიტანას შესაძლებელს ხდის, რაც პარკინსონით დაავადებული ადამიანებისთვის, დიდი გამარჯვება და შვებაა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system