თავში

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 69 ადამიანია განთავსებული. მათ შორის 15-ს ახალი კორონავირუსით ინფიცირება აქვს დადასტურებული. აქედან სამი - ბავშვია, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. ამის შესახებ საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო, მე-15 პაციენტი ჩამოყვანილია ბოლნისიდან. მისი მდგომარეობა არის მძიმე.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კვლევა ჩაუტარდა დაკვირვების ქვეშ მყოფ 16 პაციენტს. ყველა შემთხვევაში, ტესტმა უარყოფითი პასუხები აჩვენა.

„დღეს მიმდინარეობს შემოწმება, თუ რამდენი პაციენტს ჩაუტარდება ტესტი „ლუგარში“. ასევე, ველოდებით 3 პაციენტის განთავსებიდან 14 დღის გასვლას, რათა ჩავუტაროთ კორონავირუსზე კვლევა“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system