თავში

პირველად ისტორიაში სისხლის ანალიზით კიბოს დადგენა შეძლეს

პირველად ისტორიაში სისხლის ანალიზით კიბოს დადგენა შეძლეს
პირველად ისტორიაში სისხლის ანალიზით კიბოს დადგენა შეძლეს

პირველად ისტორიაში, სისხლის ანალიზის შედეგად  სხვადასხვა სახეობის სიმსივნის დადგენა შეძლეს. კვლევა ათასობით ადამიანზე ჩატარდა, რომლებსაც დაავადების ისტორია და სიმპტომები არ ჰქონდა. 

ტესტი, ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია და შედეგები იდეალურისგან  შორსაა, თუმცა უპირატესობები უკვე ნათელია. ის Johns Hopkins University-ის მეცნიერებმა შექმნეს და სკრინინგის სტანდარტულ მეთოდთან ერთად მისი გამოყენების შემდეგ, სიმსივნის დადგენა ორჯერ უფრო მეტ პაციენტში მოხერხდა.

ტესტი დნმ-ზე დაფუძნებულია და მას როგორც თხევად ბიოფსიას ისე მოიხსენებენ. მართალია მისი მეშვეობით, კიბოს არაერთი სახეობის დადგენა შეძლეს, თუმცა ტესტმა ბევრი მათგანის აღმოჩენა ვერ მოახერხა და რამდენჯერმე "ცრუ განგაშიც" ატეხა. ამასთან, ანალიზი მხოლოდ 65-დან 75 წლამდე ქალებს ჩაუტარდა. ამის მიზეზი, კი ისაა, რომ ამ ასაკის ქალებში სიმსივნის განვითარების რისკი შედარებით მაღალია და კიბოს საწყის სტადიაზე დადგენის ალბათობა მეტია. ტესტის შესაძლებლობის შესამოწმებლად იგივე კვლევა მამაკაცებზეც უნდა ჩატარდეს.

 Johns Hopkins University-ის მეცნიერები ვარაუდობენ, რომ  ისინი პრობლემების აღმოფხვრას შეძლებენ და მომავალში  კიბოს ადრეულ ეტაპზე დადგენა უფრო მარტივი გახდება.

წყარო: Apnews

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system