თავში

პროდუქტები რის გარეშეც ადამიანს საფრთხე ემუქრება

პროდუქტები რის გარეშეც ადამიანს საფრთხე ემუქრება
პროდუქტები რის გარეშეც ადამიანს საფრთხე ემუქრება

წონის კლება შეზღდვების გარეშე?! მსგავსი რამ არ არსებობს. კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ და ახალი კომფორტი შევიქმნათ -მაგრამ ოდნავ მაინც შეზღუდული. ხოდა შემოგთავაზებთ პროდუქტებს, რომლებიც გვიადვილებს წონის კლებისკენ მიმავალ რთულ და ხანგრძლივ გზას. სია რა თქმა უნდა არასრული იქნება და თქვენ შეგიძლიათ მსგავსი პროდუქტის არჩევისას ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი წესით იხელმძღვანელოთ. როცა პროდუქტს არჩევთ გაიხსენეთ მათი მახასიათებლები - უჯრედისის მაღალი შემცველობა, წყლის მაღალი შემცველობა, კეთილი კალორიები, საშუალო რაოდენობით ცხიმი, ცილა. ერთი პროდუქტი ვერ გააერთიანებს ამ ყველა „სიკეთეს“ მაგრამ მთავარია სწორად გადავანაწილოთ.

კვერცხი

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა რომლებმაც კვერცხით ისაუზმეს, მომდევნო 36 საათის განმავლობაში უფრო ნაკლები რაოდენობის საკვები მიიღეს. კვერცხში არსებული ცილა და ცხიმი დიდი ხნით იწვევს სისავსის შეგრძნებას და მხოლოდ 70 კკალორიას შეიცავს.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (სალათის ფურცელი, ისპანახი და სხვა)

გარდა ნახშირწყლების და უჯრედისის შემცველობისა,ისინი ვიტამინებისა და მინერალების კარგი წყაროა. მწვანე ფოთლები გვეხმარება მოცულობა შევმატოთ ძირითად კერძს.

ბროკოლი, კომბოსტო და სხვა ვარსკვლავისებრნი

სხვა ბოსტნეულის მსგავსად მათი მცირე კალორიულობის გამო კარგი პროდუქტია წონის კლებისას. მათში გარდა დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავის და C ვიტამინსა, საკმაოდ მაღალია ცილის შემცველობა. რაც ამ პროდუქტებს შეუცვლელს ხდის ვეგანურ და ვეგეტარიანულ სამზარეულოში.

ორაგული

მასში ცილებისა და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო კარგად ანაყრებს და კალორიების რაოდენობაც შედარებით მცირე აქვს. თევზი და საერთოდ ზღვის პროდუქტი იოდის კარგი წყაროა. კვლევებმა კი აჩვენა, რომ ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა არ იღებს იოდის დღიურ ნორმას. ორაგული მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რაც დიდ როლს ასრულებს მეტაბოლური დაავადებების რისკის შემცირებაში.

საქონლის ხორცი და ქათმის მკერდი

ხორცით თითქოს გვაშინებენ. მაგრამ მამაკაცებში კიბოთი დაავადების რისკთან მისი კავშირი ძალიან მცირეა, ქალებში კი საერთოდ არ ვლინდება. მჭლე ხორცი პროტეინის კარგი წყაროა. საკმაოდ დიდხანს რჩება სისავსის შეგრძნება და მისი გადამუშავებისას კალორიებიც მეტი იწვება. მთავარია სწორ პროდუქტებთან დააწყვილოთ, რომ კალორიების ნორმას არ გაცდეთ, მაგალითად ფოთლოვან ბოსტნეულთან.

კარტოფილი

კარტოფილი არ ასუქებს, ასუქებს შემწვარი კარტოფილი. მოხარშული კარტოფილი წონის კლებისთვისაც და ჯანმრთელობის კუთხითაც საკმაოდ კარგი პროდუქტია. მასში შესანიშნავადაა დაბალნსებული ვიტამინებისა და ამინომჟავების ნაკრები და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.. სივასის ინდექსიც მაქსიმალური აქვს.

ხაჭო

რძის პროდუქტებში მაღალია ცილის და კალციუმის შემცველობა, მათ შორის საუკეთესოა ხაჭო. მეორე ასევე მნიშვნელოვანი პროდუქტია მაწონი. ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალებაა მივიღოთ ცილის საჭირო ოდენობა, მცირე კალორაჟით.

ავოკადო

ზოგადად ხილი სავსეა ნახშირწყლებით, ავოკადო კი უნიკალურია - იგი სავსეა ჯანმრთელი ცხიმით. მსგავსით როგორიც ზეთისხილშია. შუეცვლელი პროდუქტია ვეგანებისა და ვეგეტარიანელებისთვის.

ვაშლის ძმარი

გარდა სალათებში მისი ფართო გამოყენებისა, ვაშლის ძმარს წყალში გახსნილსაც სვამენ. არსებობს მცირე კვლევები იმის შესახებ, რომ მაღალ ნახშირწყლოვანი კერძების მიღების შემდეგ ძმრიანი წყლის დაყოლება ზრდის სისავსის შეგრძნებას და დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. იგი ასევე ამცირებს სისხლში შაქრის შემცველობის მატებას.

ჯანმრთელობის პრობლემების, ან კვებითი დარღვევების შემთვევაში, აუცლებელია ექიმთან კონსულტაცია. თვითნებური და მკაცრი შეზღუდვები ხელს უწყობს კვებითი აშლილობისა და ჯანმრთელობასთან დაავშირებული სხვა პრობლემების შექმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system