თავში

პროდუქტი ნულოვანი კალორიულობით - მითი თუ რეალობა

პროდუქტი ნულოვანი კალორიულობით - მითი თუ რეალობა
პროდუქტი ნულოვანი კალორიულობით - მითი თუ რეალობა

 თუ ცდილობთ წონაში დაკლებას დაამატეთ ბოსტნეული თქვენს ძირითად კერძს და წაიხემსეთ ხილით. დაამატეთ თქვენს სენდვიჩებსაც მეტი ბოსტნეული და დესერტშიც ხილი ჩართეთ. ეს წესი დაგეხმარებათ მიიღოთ ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობა.

მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ დღის განმავლობაში მიღებული საკვები პროდუქტის კალორიულობა, რადგან წონის კლებისთვის აუცილებელია ნეგატიური ბალანსი მივიღოთ მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის.

ხილი და ბოსტნეული რომელსაც 90 %-ზე მეტი წყლის შემცველობა და მინიმალური ენერგეტიკული ღირებულება აქვს:

ვაშლი - 52 კკალ

ბროკოლი - 34 კკალ

კომბოსტო - 25 კკალ

სტაფილო - 41 კკალ

ოხრახუში - 16 კკალ

კიტრი - 15 კკალ

გრეიპფრუტი - 42 კკალ

სალათის ფურცელი - 17 კკალ

რუკოლა - 25 კკალ

ისპანახი - 23 კკალ

პომიდორი - 18 კკალ

საზამთრო - 30 კკალ

კალორიები ჩვენს ორგანიზმს უზრუნველყოფენ სასიცოცხლო ენერგიით. ყველა საკვებს აქვს გარკვეული კალორიულობა. ბოლო დროს, პოპულარული გახდა სიები პროდუქტის ნულოვანი კალორიულობით ანუ რომელთა მიღების და ორგანიზმის მიერ მონელების შედეგად მიღებული და გახარჯული კალორიების სხვაობა ნული ან უარყოფითია. მაგრამ როგორც კვლევები ადასტურებს საკვების გადამუშავების დროს, მისი კალორიულობის მხოლოდ 5-10 % იწვება ნახშირწყლოვანი, 0-5 % მდე ცხიმოვანი და 20-30 % ცილოვანი კალორიებიდან. კალორიების წვის პროცესი მიდის ღეჭვისას დაახლოებით 11 კკალორია საათში და მეტაბოლიზმის მატების შედეგად ცივი წყლის დალევისას 3-24 კკალორია საათში. ანუ გარკვეული პროდუქტის გადამუშავების შედეგად ორგანიზმი კი ხარჯავს კალორიების გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ის ვერ იქნება ნულის ტოლი.

ჩამოთვლილი ხილი და ბოსტნეული არ შექმნის ნულოვან, ან უარყოფით ბალანსს, მათ მიღებას სხვა ბევრი დადებითი მხარე აქვს. პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნაკლებ კალორიას და დიდი რაოდენობით წყალს, მეტი მოცულობა აქვთ, ამიტომ ხანგრძლივდება საკვების მიღების პროცესიც, რაც იწვევს დანაყრების და სისავსის შეგრძნებას კალორიების მცირე ოდენობით მიღებისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system