თავში

რა საკვებ დანამატებს იღებს ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდისგან თავდასაცავად

რა საკვებ დანამატებს იღებს ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდისგან თავდასაცავად
რა საკვებ დანამატებს იღებს ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდისგან თავდასაცავად

ალერგოლოგ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას იმ საკვები დანამატების მიღების შესახებ აძლევს რეკომენდაციას, რომელიც იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. მისი თქმით, ძლიერი იუმური სისტემა გაცილებით უკეთ იცავს ორგანიზმს არსებული ვირუსებისგან, მათ შორის Covid-19-ისგანაც. 

ტელეკომპანია "იმედის" ეთერში კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ იღებს D-ვიტამინს, თუთიას და მელატონინს. ამით ის იზიარებს ცნობილი მეცნიერის, ანტონიო ფაუჩის რეკომენდაციებს.

"კოვიდპანდემიის დროს სერიოზულ საკითხად რჩება ადამიანის იმუნური სისტემის წახალისება, გაძლიერება.

რა თქმა უნდა, სრულფასოვანი იმუნური სისტემის მიღწევა მარტო საკვებით განპირობებუი ფაქტი არ არის. ეს არის გენეტიკური პირობებით და სხვა ფაქტორებით განპირობებული.

თუმცა, უნდა გამოვყოთ სხვა ფაქტორებთან ერთად გარემო-ფაქტორები: ფიზიკური აქტივობა, ძილის მოწესრიგება... რასაკვირველია, საკვებთან მიმართებაში, როდესაც გვინდა, უფრო მეტად მომზადებულები ვიყოთ, 

მნიშნელოვანია დავეყრდნოთ იმ მეცნირულ საფუძვლებსა და კვლევებს, რაც ტარდება პანდემიის მიმდინარეობის დროს. 

არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამა თუ იმ ვიტამინის ან მიკროელემენტის დეფიციტი შეიძლება იყოს უფრო მეტად ასოცირებული გართულებებთან ან დაავადების მძიმე მიმართულებებთან.

ის კვლევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დე ვიტამინთან და თუთიასთან დაკავშირებით, არ არის მასშტაბური, მაგრამ არის ძალიან საპატივცემულო ქვეყნებისა და ჯგუფების მიერ შესრულებული. ამ დაკვირვებითმა-აღმწერლობითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ დაბალი დე ვიტამინისა და თუთიის შემცველობა, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელსაც ჰქონდა ეს მაჩვენებლები შედარებით ნორმასთან ახლოს, კოვიდის მიმდინარეობა იყო შედარებით რთული, ანუ მტიცებით ფორმაში გადატანას და გაიდლაინებში ასახვას დრო სჭირდება, მაგრამ არაფერს დავაშავებთ იმით, თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს. კვებითი რაციონის სწორი გადაწყობა ან კვებითი დანამატების გამოყენება სასურველია.

იგივე, ბავშვთა ასაკში, ჩვენ ყოველთვის ვიძლევით რეკომენდაციას, რომ საპროფილაქტიკო დიზა დე ვიტამინის ისედაც არის აუცილებელი მისაცემი ყოველდღიურად დე ვიტამინის სახით.

როდესაც გასაჯაროვდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერის, ალერგიისა და ინფექციის ინსტიტუტის დირექტორის ანტონიო ფაუჩის მიერ თავისივე რეკომენდაციები. მან ერთ-ერთ ინსტაგრამ ჩართვაში თქვა, რომ იღებს დე ვიტამინს, თუთიას და მელატონინს, რასაკვირველია, რამდენიმე დღეში მეც დავიწყე მათი მიღება. ამას არ ვმალავ და ვამბობ, რომ ვიღებ პროფულაქტიკურ დოზას დე ვიტამინის, ვიღებ თუთიას და მელატონინს", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system