თავში

რა უნდა ვიცოდეთ არასამედიცინო პირბადის გამოყენებისას

რა უნდა ვიცოდეთ არასამედიცინო პირბადის გამოყენებისას
რა უნდა ვიცოდეთ არასამედიცინო პირბადის გამოყენებისას

არასამედიცინო პირბადის გამოყენების დროს მოქალაქეებმა რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ. სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული პირბადე, რომელიც გამოიყენება საყოფაცხოვრებო პირობებში ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, უნდა იყოს ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც არ არის წელვადი.

არსებული მტკიცებულებებით, სხვადასხვა ქსოვილის პირბადეების ფილტრაციის ეფექტურობა 0.6%-დან 70%-მდე მერყეობს.

რეკომენდებულია, ფილტრაციის უნარის გასაზრდელად პირბადეს ჰქონდეს არანაკლებ სამი შრე.

პირბადე სრულად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს, დაფიქსირებული უნდა იყოს ნიკაპსა და ცხვირზე.

პირბადის გამოყენებისას აუცილებელია ხელების ჰიგიენის დაცვა.

დაუშვებელია ერთი პირბადის ერთზე მეტი პირის მიერ გამოყენება.

რეკომენდაციებს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system