თავში

რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ პოსტ-კოვიდ სინდრომის შესახებ

ბრიტანელმა ექსპერტებმა იმ სიმპტომების ჩამონათვალი გამოაქვეყნეს, რომლებსაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები უჩივიან. რა არის პოსტ-კოვიდ სინდრომი და რა სიმპტომები იჩენს თავს ამ პერიოდში, ამის შესახებ გამოცემა Times of India წერს.

COVID-19 ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თავდაპირველად მსუბუქი წიმპტომებით იწყება, ხშირ შემთხვევაში კი დაავადება თანდათანობით მწვავდება. ბოლო პერიოდში, COVID-ის შემდგომი პერიოდი, ე.წ. პოსტ-კოვიდ სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები ზოგ შემთხვევაში მაღალ სიცხეს, ძლიერი თავის ტკივილს, დაღლილობასა და მრავალ სხვა გართულებას დაავადების დამარცხების შემდეგაც უჩივიან. 

პოსტ-კოვიდ სინდრომი არის დაავადება, როდესაც პაციენტი COVID-19-ის სიმპტომებს გამოჯანმრთელების შემდეგაც განიცდის.  ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელსაც პოსტ-კოვიდ სინდრომის მქონე პირები განიცდიან:

- სუნთქვის გაძნელება

- სახსრების ტკივილი

- ტკივილი მკერდის არეში

- გემოსა და ყნოსვის დაკარგვა

პოსტ-კოვიდ სინდრომი ძირითადად 50 წელს გადაცილებულ პაციენტებს აღენიშნებათ, ან იმ პირებს, რომლებმაც დაავადება გართულებებით გადაიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system