თავში

რამდენად ვრისკავთ, როცა კეტოგენურ დიეტას ვიწყებთ

რამდენად ვრისკავთ, როცა კეტოგენურ დიეტას ვიწყებთ
რამდენად ვრისკავთ, როცა კეტოგენურ დიეტას ვიწყებთ

 ცნობილი და პოპულარული კეტოგენური დიეტა 1920 იან წლებში შეიქმნა მოზარდებში ეპილეფსიის სამკურნალოდ და ფართო პოპულარობა მოიპოვა შემდეგ დეკადაში. დიეტის ძირითადი მექნიზმი არის ნახშირწყლების მინიმალური და ცხიმის მაქსიმალური ოდენობით მიღება. ნახშირწყლების არარსებობის გამო ორგანიზმი შედის კეტოზში ანუ ნახშირწყლების მაგივრად ცხიმოვანი უჯრედების წვას იწყებს და ასე იღებს ენერგიას. კეტოზის მიღწევის სხვა საშუალებებიც არსებობს - მაგალითად რამდენიმე დღიანი შიმშილი. თუმცა ეს რადიკალური ფორმაა. კეტოგენური დიეტა კი ამ შიმშილის ალტერნატივაა და საკმაოდ კარგი მოკლევადიანი ეფექტიც აქვს. წონის გარდა, იკლებს მოცულობაც. ცილოვანი და ცხიმოვანი საკვები, რასაც ვიღებთ კეტოგენური დიეტისას, მცირე რაოდენობით წყალს შეიცავს და ასევე შარდმდენია. ამიტომ წონის კლების გარდა, მნიშვნელოვნად იკლებს გარშემოწერილობა. რაც ძალიან კარგი მოტივატორია პირველ ეტაპზე. ამ, როგორც ყველა სხვა დიეტას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და თუ მაინც დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, ეცადეთ გვერდითი ეფექტები და მოსალოდნელი შედეგები კარგად გაიაზროთ.

ყველა ნუტრიციონისტი, დიეტოლოგი, თუ პერსონალური მწვრთნელის რჩევაა, სასურველი შედეგის მიღწევა დაბალანსებული კვებით და ფიზიკური აქტივობით. რადგან ნებისმიერი დიეტა არის არა რაოდენობის არამედ გარკვეული საკვები პროდუქტის და პროდუქტების ჯგუფის შემცირება ან საერთოდ ამოღება. რაც თავისთავად არასრულფასოვან კვებას ნიშნავს. გრძელვადიან პერსპექტივაში მცირე ოდენობით ნახშირწყლებისა და დიდი რაოდენობით ცხიმის მიღება გაართულებს ვარჯიშსაც. კეტოგენური და ცილოვანი დიეტების დროს ენერგიის ნაკლებობა ძირითადი სიმპტომია. კეტოგენური დიეტების მიმდევრების მხარესაა ამ დიეტის დადებითი ასპექტები, როგორებიცაა, გარკვეული სახის კიბოს, ეპილეფსიის, დიაბეტის, მეტაბოლური სინდრომის პრევენცია ან მკურნალობისას ხელშეწყობა. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მატება უკვე საკმარისი უარყოფით მხარეა. თუმცა არის ასევე კენჭები ნაღვლის ბუშტში, წნევის დავარდნა, ყაბზობა, თირკმელების ზედმეტი დატვირთვა, ოსტეოპოროზი. 

ეს მცირე ჩამონათვალია რადგან მეცნიერული კვლევა ამ დიეტის გრძელვადიან მოქმედებაზე არ არსებობს. მაგალითად, მოვიყვან ციმბირში, კანადასა და ალიასკაზე მცხოვრებ იუპიკებსა და ინუიტებს, რომელთა დღიურად მიღებული კალორიების ორმოცდაათ პროცენტს ცხიმი შეადგენს, ისინი არ გამოირჩევიან სიცოცხლის ხანგრძლივი საშუალო ასაკით. რა თქმა უნდა, აქ კვება ერთადერთი არა, მაგრამ ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თავად განსაჯეთ, ღირს თუ არა ამ დიეტის დაცვა და გაითვალისწინეთ, კვებითი აშლილობისკენ მიმავალი გზა მკაცრ და გაუთავებელ დიეტებზე გადის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system