თავში

როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება
როდის შემოვა ვაქცინა საქართველოში - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში შემოვა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული ვაქცინა განსაზღვრული არ არის. სახელმწიფო მუშაობს ყველა მიმართულებით. 

"ქვეყანა იქნება მზად ყველა სახის ვაქცინის მიღებისთვის. დღეს ბაზარი, რომელიც ვაქცინის მოწოდებას გვპირდება, ძალიან ცვალებადია. აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების დანერგვის მიღმა მნიშვნელოვანია მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ და ვვარაუდობთ, რომ ვაქცინები შესაძლოა მარტის ბოლოს გამოჩნდეს ქვეყანაში”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system