თავში

როგორ დავაგდოთ წნევა 15 წუთში - კარდიოლოგის რჩევა

​როგორ დავაგდოთ წნევა 15 წუთში - კარდიოლოგის რჩევა
როგორ დავაგდოთ წნევა 15 წუთში - კარდიოლოგის რჩევა

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფილაქტიკური და სპორტული მედიცინის ცენტრის დირექტორმა, გერმანიის გულის ფონდის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრმა, კარდიოლოგმა მარტინ ჰოლემ ისაუბრა, რა მეთოდებით შესაძლებელია წნევის დაგდება მედიკამენტების გამოყენების გარეშე. ამის შესახებ პორტალი Focus.de წერს.

სპეციალისტის თქმით, თუკი წნევა ოდნავ მაინც აიწევს, ეს სისხლძარღვთა და გულის პრობლემებს იწვევს.

"გულის კუნთი იძულებულია, მაღალ წნევას მუდმივად ებრძოლოს, რის გამოც ის მალე იფიტება", - ამბობს ექიმი.

მარტინ ჰოლემის თქმით, არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რაც მაღალ წნევას იწვევს: ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, ცუდი კვება და ჭარბი წონა.

კარდიოლოგის თქმით, ყოველდღიურ 15-წუთიან გასეირნებას სუფთა ჰაერზე სისხლის წნევის ვერცხლისწყლის სვეტის 5-8 მილიმეტრით დაგდება შეუძლია. მათ, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს, ჰოლემი ურჩევს, ძეხვსა და პურზე უარი თქვან და რაციონში მეტი ბოსტნეული შემოიტანონ. სასურველია ზედმეტ წონასთან ბრძოლა, რადგან ყოველი დაკლებული კილოგრამი გულსა და სისხლძარღვებზე დატვირთვას ამცირებს.

კარდიოლოგი აცხადებს, რომ ეს სამი მეთოდი ინსულტებისა და გულის შეტევების რისკს 50%-ით ამცირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system