თავში

როგორ გავხდეთ ძილში

როგორ გავხდეთ ძილში
როგორ გავხდეთ ძილში

5 მიზეზი, რატომ უნდა მივირთვათ თაფლი ძილის წინ

თაფლი შეიცავს ტრიპოფანს და გლიკოგენს ეს ორი ნივთიერება ეხმარება ჩვენს ორგანიზმს განტვირთვაში და აძლევს ნიშანს, რომ ძილის დროა. თაფლი ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის საჭრო ისეთ ამინომჟავებს, რომლებსაც ჩვენი ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს.

თაფლი შეიცავს საჭრო ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სისხლის წნევის დაწევაში. ეს უკანასკნელი, კი გულის დაავადებების მნიშვნელოვანი მტერია.

თაფლი იზიდავს სისხლში არსებულ ტრიგლიცერიდებს და აქცევს მათ თავის დამხმარეებად სისხლში არსებული არასაჭირო ცხიმოვანი უჯრედების წმენდაში.

თაფლში შემავალი ანტიბაქტერიული ნივთიერებები და ანტიოქსიდანტები ეხმარება ორგანიზმის იმუნურ სისტემას გაძლიერებაში.

თაფლს გააჩნია თერმოგენული ეფექტი და აუმჯობესებს ორგანიზმის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც ძილის დროს მეტ კალორიას ვწვავთ.

არსებობს რამოდენიმე მარტივი და უებარი საშუალება:

თბილი წყალი თაფლით და ლიმონით კარგია როგორც ძილის წინ, ასევე უზმოზე. ორივე ნივთიერებას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს და მათი გაერთიანება ორგანიზმისთვის მხოლოდ საუკეთესოს მომტანია.

თაფლი და დარიჩნი - დარიჩინი ხელს უშლის არასაჭრო ცხიმების განლაგებას ორგანიზმში, ხოლო თაფლთან ერთად ტკბილის სურვილსაც აქრობს.

ერთი ჭიქა რძე თაფლით კი შუა საუკუნეების ძილის წინა რუტინიდან იღებს სათავეს. მას არამხოლოდ ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს არამედ სტრესსაც შესანიშნავად ებრძვის, რაც მშვიდი ძილის სათავეა.

ნუ შეუშინდებით ზედმეტ კალორიებს. ისე გადაანაწილეთ დღის რაციონი, რომ თაფლისთვის შემოინახოთ რამდენიმე კალორა, რომლის მიღებაც აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და სხეულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system