თავში

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და შფოთვას COVID-19-ის პანდემიის დროს

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და შფოთვას COVID-19-ის პანდემიის დროს
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და შფოთვას COVID-19-ის პანდემიის დროს

კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, ბევრი ადამიანისთვის სტრესული აღმოჩნდეს. პანდემიის პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ, როგორც ორგანიზმის ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, პანდემიის პერიოდში, სტრესთან საბრძოლველად გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს.

თუ როგორ რეაგირებთ სტრესზე COVID-19 პანდემიის დროს, შეიძლება დამოკიდებული იყოს, ოჯახის ან მეგობრების სოციალურ მხარდაჭერაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე და ემოციურ ფონზე, საზოგადოებაზე, რომელშიც ცხოვრობთ და ბევრ სხვა ფაქტორზე.

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანმო-ს რეკომენდაციით აუცილებელია:

- შეინარჩუნეთ კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან. როდესაც შეუძლებელია საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა პირადად, მათთან ურთიერთობა შეგიძლიათ ტელეფონით, ტექსტური შეტყობინებებით და ვიდეოჩეთით.

- შეისვენეთ ახალი ამბებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ხდება ამ პერიოდის განმავლობაში, ინფორმაციის ნაკადმა შეიძლება თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. დროდადრო შეწყვიტეთ ახალი ამბების ყურება, კითხვა და მოსმენა, მათ შორის სოციალურ ქსელებში.

- დაიცავით ყოველდღიური რუტინა. თქვენი ყოველდღიური რუტინა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ შეეცადეთ შეიმუშაოთ ახალი დღისწესრიგი, რომლის დაცვაც ამ პერიოდის განმავლობაში მოგიწევთ. 

- იზრუნეთ თქვენს სხეულზე. საკუთარ თავზე ზრუნვით არამარტო უკეთესად იგრძნობთ თავს, არამედ შეძლებთ თავი დაიცვათ ავადმყოფობისგან. შეეცადეთ მიირთვათ ჯანსაღი საკვები, დალიოთ მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი დღეში, გააკეთოთ მსუბუქი ვარჯიში  და დაიძინოთ მინიმუმ 7 საათი.

- შეიძინეთ ახალი ჰობი. თუ სახლში დიდ დროს ატარებთ, შეგიძლიათ სცადოთ დაეუფლოთ ახალ ჰობს ან გააკეთოთ ისეთი საინტერესო რამ, რისთვისაც აქამდე არ გქონდათ საკმარისი დრო. შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი, გამოსცადოთ ახალი რეცეპტები ან უყუროთ ახალ სატელევიზიო შოუს.

- შეეცადეთ დაეუფლოთ მედიტაციას. სტრესის მართვაში დაგეხმარებათ ისეთი ტექნიკა, როგორიცაა ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, დაჭიმვის ვარჯიშები და მედიტაცია.

- შეეცადეთ იმოძრაოთ ფეხით, ამასთან, თუ სულ სახლში ყოფნა გიწევთ, გაანიავოთ ოთახები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, სტრესთან საბრძოლველად არ გამოიყენოთ სიგარეტი, ალკოჰოლი ან სხვა საშუალებები.

თუ თავს ზედმეტად დაძაბულად გრძნობთ, ესაუბრეთ ჯანდაცვის მუშაკს ან მიმართეთ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისებს COVID პანდემიის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system