თავში

როგორ იმუშავებს COVID-19-ის ვაქცინა

როგორ იმუშავებს COVID-19-ის ვაქცინა
როგორ იმუშავებს COVID-19-ის ვაქცინა

კორონავირუსის პირველი ვაქცინის შემქმნელმა და ფარმაცევტული კომპანია BioNTech-ის დამაარსებლმა, უგურ საჰინმა გამოცემა BBC-სთან ვაქცინის ეფექტურობისა და მუშაობის წესის შესახებ ისაუბრა. 

საჰინის განცხადებით, ისეთივე ეფექტურია თუ არა ვაქცინა ხანდაზმულ ადამიანებში, როგორც ახალგაზრდებში, მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გამოჩნდება. მისი თქმით, ჯერ ცნობილი არ არის, რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ.

ტესტირებაში მონაწილეობა 43 000-მა ადამიანმა მიიღო. პროფესორმა საჰინმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის "ძირითადი გვერდითი მოვლენები"  მსუბუქია და ინექციის ადგილას რამდენიმე დღის განმავლობაში ტკივილებს მოიცავს. გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე ზოგიერთ პირს საშუალო ტემპერატურა აღენიშნებოდა.

”რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა არ გამოვლენილა", - დასძინა მან.

BioNTech-ის ვაქცინა ერთ-ერთია იმ 11-დან, რომელიც ამჟამად ტესტირების ბოლო ეტაპზეა.

როგორ მუშაობს RNA ვაქცინა? 

რნმ-ს ლიპიდის გარსში ათავსებენ, რათა ისევე შეაღწიოს უჯრედში, როგორც ამას ვირუსი ახერხებს. ვაქცინა ადამიანის უჯრედებში და ეუბნება მას, რომ კორონავირუსის ცილა აწარმოოს. ამრიგად, ეს იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნისა და T- უჯრედების გააქტიურებისკენ უბიძგებს, რომელმაც ინფიცირებული უჯრედები უნდა გაანადგუროს. თუ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი მოხვდება, პაციენტი, ანტისხეულებითა და T-უჯრედებით, მასთან საბრძოლველად მზად იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system