თავში

როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში
როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

საქართველოში, ინფიცირების 6 098, აქტიური შემთხვევიდან 4 209 პირი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის კი 897 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.

 "ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში.

1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 140, აჭარაში – 56, ხოლო იმერეთში – 68.

სულ, 6 ოქტომბრიდან – 2 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 161 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 893 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 468 პირი, აჭარაში – 2 102, იმერეთში – 3 036.", - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 417 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system