თავში

როგორ შევინახოთ ხილი

როგორ შევინახოთ ხილი
როგორ შევინახოთ ხილი

ვიცით, რომ სეზონური ხილი ყველაზე სასარგებლოა, მაგრამ რა ხდება თუ ჟოლო, მარწყვი, ან საზამთრო ზამთარში გვინდა, -  მივირთვათ, გავყინოთ, წამოვადუღოთ თუ გამოვაშროთ ხილი.

გაყინული ხილი

ხილის შენახვის დღემდე არსებული საშუალებებიდან გაყინვა ყველაზე ოპტიმალურია.

ჟანგბადის და ფერმენტების მოქმედების გამო, დაკრეფიდან 12-24 საათის შემდეგ ხილში იწყება სასარგებლო ნივთიერებების კარგვა. გაყინვისას კი ხილი იმ მომენტისთვის არსებული ვიტამინებისა და მინერალების დონეს თითქმის სრულად და უცვლელად ინარჩუნებს.

გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით მეცნიერები ადასტურებენ, რომ ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითისთვის მოცვი გაყინული უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ცოცხლად დასაწყობებული. მარწყვის შემადგენლობა კი უცვლელი რჩება გალღობის შემდეგ.

გაყინვა ყველაზე მოსახერხებელია პატარა კონტეინერებში, ულუფებად, რომ გალღობისას მხოლოდ საჭირო რაოდენობა გავალღოთ.

გალღობისას თუ გვსურს ხილს ყველა სასარგებლო თვისება შეუნარჩონდეს და ფორმაც არ დაკარგოს, უნდა მოვათავსოთ მაცივრის განყოფილებაში.

ბავშვებისთვის ასე საყვარელი ფერადი სლაშები მშვენივრად ჩავანაცვლე საყინულიდან გამოღებული საზამთროს ნაჭრების დაბლენდერებით, მასში მოცხარის შერევით კი საინტერესო ფერის და გემოს მიქსი მივიღე.

სორბეტსა და სმუზებშიც პირდაპირ საყინულიდან გამოღებულ ხილს ვიყენებ და იშვიათად მჭირდება მათ გალღობა. ცოცხალ ხილს კი სეზონურობის მიხედვით ვყიდულობ და მაქსიმალურად ვცდილობ დიდი ხნით არ გავაჩერო მაცივარში.

ჩირი

ხილი გამოშრობის პროცესის შედეგად კარგავს მასში შემავალ წყალს, ამიტომ გამოშრალი ხილი, მნიშვნელოვნად ნაკლებია მოცულობაში, ვიდრე მისი ცოცხალი ალტერნატივა, ხოლო ენერგეტიკული ღირებულება იგივე რჩება. ამიტომ მაგალითად 100 გრამი ლეღვსა და იგივე რაოდენობის ლეღვის ჩირის კალორიულობას შორის დიდი სხვაობაა. გამომშრალ ხილში მაღალია შაქრის შემცველობა. დაახლოებით 38-66 % სახეობების მიხედვით, აქედან 22-51 % არის ფრუქტოზა. გამომშრალი ხილის მოცულობისა და შაქრიც შემცველობის გამო ყურადღებით უნდა ვიყოთ მისი მიღებისას, რათა მარტივად არ გადავაჭარბოთ კალორიების მიღების დღიურ ნორმას. გამომშრალ ხილში კონცენტრირებულია საკვები ბოჭკოს რაოდენობა, რაც კარგი ანტიოქსიდანტია. ჩემთვის კარგი სასუსნავიცაა, რომელიც განსაკუთრებით ზამთარს და ცხელ სასმელს უხდება.

მოხარშული ხილი

თერმულად დამუშავების შემთხვევაში ხილი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. და ხილის კომპოტები მხოლოდ ფერადი შაქრიანი წყალია. ერთადერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ნაყიდი კომპოტების, წვენებისა და ჯემებისგან განსხვავებით, სახლში დამზადებული პროდუქტი არ არის ქიმიურად დამუშავებული, არ შეიცავს კონსერვანტებს და სხვა ხელოვნურ დანამატებს. და ცოტათი მაინც უწევს კონკურენციას სუპერმარკეტების დახლებზე ჩამომწკრივებულ ფერად-ფერად საცდურებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system