თავში

როგორ ვიკვებოთ პანდემიის დროს

როგორ ვიკვებოთ პანდემიის დროს
როგორ ვიკვებოთ პანდემიის დროს

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად იმატებს რესპირატორულ დაავადებათა რისკიც და ვცდილობთ ორგანიზმი შევამზადოთ, ავიმაღლოთ იმუნიტეტი ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტების მიღებით. თუმცა, სეზონური ვირუსები ვიღას ახსოვს, როცა ყოველდღიურად იმატებს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეიმუშავა ზოგადი რჩევები, რომელიც პანდემიის დროს ჯანსაღი კვების რაციონის დაგეგმვაში დაგვეხმარება.

მიირთვით ცოცხალი და დაუმუშავებელი საკვები

მცენარეული (ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, თხილეული), ცხოველური (თევზი, ხორცი, რძის პროდუქტი, კვერცხი).

ყოველდღიურად მიიღეთ 300-400 გრამი ხილი და ამდენივე ბოსტნეული. 180 გრამი მარცვლეული და 160 გრამი ხორცი ან პარკოსნები. საქონლის ხორცი მიიღეთ 1-2 ჯერ კვირაში, ფრინველის 2-3 ჯერ. მიღება. კერძში მინიმალურად გამოიყენეთ ნატრიუმის შემცველი სოუსების დამატება (მაგ. სოიოს და თევზის სოუსები).

განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ და შევზღუდოთ შაქრის და მარილის მაღალი შემცველობის მქონე საკვების მიღება. ასეთებია გაზიანი და გამაგრილებელი სასმელები, არომატიზირებული რძეები და დასალევი იოგურტები  მათში ბევრი შაქარია. ორცხობილებისა და სხვა ტკბილეულის ნაცვლად ხილით და ბოსტნეულით წაიხემსეთ.

დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი ყოველდღიურად

მიიღეთ მცირე რაოდენობით ცხიმი და ცხიმის შემცველი პროდუქტები. განსაკუთრებით მოერიდეთ ხელოვნური გზით მიღებულ ცხიმებს.

იკვებეთ სახლში დამზადებული საკვებით და ეცადეთ არ ესტუმროთ საკვებ ობიექტებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ ! 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system