თავში

რომელი დაავადებაა საქართველოში ყველაზე ხშირი

რომელი დაავადებაა საქართველოში ყველაზე ხშირი
რომელი დაავადებაა საქართველოში ყველაზე ხშირი

საქართველოში მოსახლეობის ავადობის მაჩვენებლით ლიდერობენ სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობები, რომელთა რიცხვი გასულ წელს 583 იყო.

ამის შესახებ აღნიშნულია galt & taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რაოდენობრივად ქვეყანაში მეორე პოზიციაზეა საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები. მათი რიცხვი შარშან 303 უტოლდებოდა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფთა ოდენობა გაუტოლდა 140 და ეს დაავადება რიგით მესამეა საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის. 

115 ერთეული ავადმყოფი დაფიქსირდა შარშან ტრავმების, მოწამვლების და გარეშე მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგები, ხოლო შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობებთა ოდენობა 102 გაუტოლოდა.

საქართველოს მოსახლეობის ავადობა დაავადებათა ძირითადი ჯგუფების მიხედვით ასე გამოიყურება:

galt & taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 15.1%-დან 20.8%-მდე გაიზრდება 2020-40 წლებში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით.

თუ 2000 წელს 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 12.7%-ი იყო, მიმდინარე წელს ის  5.1%-მდეა გაზრდილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system