თავში

საქართველოში კორონავირუსისაგან მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისაგან მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისაგან მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ უკვე მეორე ადამიანს დაუდგინდა უარყოფითი შედეგი ტესტირების დროს. რაც იმას ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში ვირუსი აღარ ფიქსირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა პაციენტს 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდეს და ამ შემთხვევაში მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ, გვექნება საშუალება, რომ დადასტურებით ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

"მეორე პაციენტი, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია, მასთან 15-ე დღეს, გუშინ ჩატარდა ტესტირება COVID-19-ზე და მიღებულ იქნა პირველადად უარყოფითი პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათის განმავლობაში უნდა გაკეთდეს განმეორებით ტესტირება. უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

იმ პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხი, რომელსაც ვირუსზე უარყოფითი მაჩვენებელი გუშინ დაუდგინდა, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system