თავში

სახიფათოა თუ არა აცრა - რეალური ფაქტები და სტერეოტიპები - VIDEO

​სახიფათოა თუ არა აცრა - რეალური ფაქტები და სტერეოტიპები
სახიფათოა თუ არა აცრა - რეალური ფაქტები და სტერეოტიპები - VIDEO

სახიფათოა თუ არა აცრა, რისი უნდა გვეშინოდეს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ის კითხვებია, რომელიც აქტუალური გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად ხდება.

ჩვენ შევეცადეთ, გაგვეგო, რატომ არ იტარებს მოსახლეობის ნაწილი ვაქცინაციას და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ამის გამო . Report.ge  ესაუბრა ექიმ-იმუნოლოგს, რომელმაც ვაქცინაციის მითებზე და რეალობაზე ისაუბრა. 

ექიმი არჩილ მარშანია report.ge-ს მკითხველს, იმ აუცილებელ რჩევებს უზიარებს, რომელიც მოახლოებული გრიპის სეზონისთვის უნდა გაითვალისწინოს.

არჩილ მარშანია დეტალურად გვიყვება, როგორ ავიცილოთ ვაქცინაციასთან და ვირუსთან დაკავშირებული საფრთხეები თავიდან.

ექიმების რჩევის მიუხედავად, ვაქცინაციის შესახებ, შეთქმულების თეორიები აქტუალობას არ კარგავს. ვაქცინებს ხშირად სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებად ასახელებენ. report.ge შეეცადა, რამდენიმე ადამიანი გამოეკითხა, რას ფიქრობენ ვაქცინაციის ჩატარების აუცილებლობაზე.

 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი საქართველოში უკვე რამდეიმე დღეა, დაიწყო. წინა წელთან შედარებით, სახელმწიფომ ვაქცინის ორნახევარჯერ მეტი დოზა შეიძინა და 2019 წელს 100 000 ადამიანის აცრაა დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system