თავში

საშემოდგომო გრიპზე რისკ ჯგუფების აცრა დაიწყება

საშემოდგომო გრიპზე რისკ ჯგუფების აცრა დაიწყება
საშემოდგომო გრიპზე რისკ ჯგუფების აცრა დაიწყება

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან გრიპზე რისკ-ჯგუფების აცრა დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში შემავალმა პირებმა გრიპის აცრა ჩაიტარონ, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ვითარება არ გართულდეს.

„გრიპისა და კოვიდის კლინიკური სურათი თითქმის იდენტურია, ანუ კლინიკურად გარჩევა რთულია, გარჩევა ხდება ძირითადად ლაბორატორიულად.  პირველი სეზონი იქნება, როდესაც გრიპი და კორონავირუსული ინფექცია იქნებიან ერთად, ანუ თანაარსებობა იქნება. ეს ერთი მხრივ საფრთხილოა, რადგან მათ ურთიერთდამძიმების პოტენციალი აქვთ. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ გრიპზე რისკ ჯგუფების აცრას." – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system