თავში

სინგაპური შაქრის შემცველი სასმელის რეკლამირებას კრძალავს

სინგაპური შაქრის შემცველი სასმელის რეკლამირებას კრძალავს
სინგაპური შაქრის შემცველი სასმელის რეკლამირებას კრძალავს

სინგაპური მსოფლიოში პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც ტკბილი სასმელების რეკლამებს აკრძალავს. ხელისუფლების თქმით, ისინი ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნეა და კამპანიის სარეკლამო რგოლში ამ ქმედებას დიაბეტთან ომიც კი უწოდეს. 

„აკრძალვა, რომელიც მაღალი დონით შაქრის შემცველ სასმელებს ეხება,  ყველა სახის მედიას მოიცავს, ტელევიზიას, ბეჭდურ და ონლაინ მედიას, ასევე დაბეჭდილ ბანერებსა და ბილბორდებს“,- განაცხადა ქალაქ-სახელმწიფოს ჯანდაცვის მინისტრმა ედვინ ტონგმა. ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ხალხის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იყო მიღებული და ეს მხოლოდ სამინისტროს ინიციატივა არ ყოფილა.



პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ აკრძალვა შეეხება ყველა სახის შაქრის შემცველ არაჯანსაღ სასმელებს, ესენია: სასმელი იოგურტები, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, ტკბილი წვენები და სწრაფად მოსამზადებელი ყავებიც კი. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნული პროდუქციის წარმოებას და მათი ინდუსტრიალიზაციის პროცესებს დააკვირდება, რის შემდეგაც კანონს გადახედავს  და მომდევნო წლისთვის მას შექმნილ სიტუაციას უფრო ზუსტად მოარგებს.





ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system