თავში

თამარ გაბუნია: მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოხდეს

თამარ გაბუნია: მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოხდეს
თამარ გაბუნია: მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოხდეს

"კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში ხშირ შემთხვევაში, წესები დაცული იყო. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოხდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. 

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ უნდა გართულებულიყო, რადგან მოქალაქეები რეგულაციებს მეტწილად იცავდნენ.

„დღეიდან შეზღუდვების თვალსაზრისით იგივე მდგომარეობას დავუბრუნდით, რაც 24 დეკემბრამდე გვქონდა, ეს 15 იანვრის ჩათვლით გასტანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ იმისკენაა მიმართული, რომ სტაბილიზაციას მივაღწიოთ და შემთხვევების კლება მივიღოთ, რაც თვალსაჩინოდ გამოვლინდა, რომ შეზღუდვების და მობილობის ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა. ახლა ამ ეფექტის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღეიდან 2 კვირის განმავლობაში საქართველოს დიდ ქალაქებში საახალწლოდ მოხსნილი შეზღუდვები ისევ ძალაში შევიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system