თავში

თბილისმა კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმს უმასპინძლა

თბილისმა კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმს უმასპინძლა
თბილისმა კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმს უმასპინძლა

თბილისში კიბოს კვლევის ჯგუფის მე-6 სიმპოზიუმი გაიმართა. შეხვედრა განკუთვნილი იყო სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებისათვის, ვინც ძუძუს კიბოს რადიოლოგიურ და გენეტიკურ სკრინინგსა და მკურნალობაშია ჩართული.

ექსპერტებმა ონკოგენეტიკის, ონკოპლასტიკური ქირურგიის, ფარმაკოლოგიის მიღწევები და ონკოლოგიაში სამეცნიერო მიდგომები განიხილეს.

ღონისძიება სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და საქართველოს კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტმა გიორგი ძაგნიძემ გახსნეს.

„ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გააჩნია ყველა პირობა იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს ყველა პაციენტს, როგორც თანამედროვე სამედიცინო აპარატურა, ასევე მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. ჩვენს მოქალაქეებს აღარ უნდა უწევდეთ საზღვარგარეთ გამგზავრება სამედიცინო მომსახურების მისაღებად”, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system