თავში

თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა

თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა
თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა

თბილისში რვა წლის გოგონა გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზს ექსპერტიზა ადგენს. „პრივატ კლინიკის“ ექიმი რეანიმატოლოგი ოლიკო გახელაძე აცხადებს, რომ ბავშვი დღეს, დილას დაიღუპა.

„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის უკმარისობა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე, მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა. განვითარდა რესპირატორული დისტრესის კლინიკა. პაციენტი გადაყვანილ იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა. გამოიხატა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური გამოსავლით. გაგზავნილია მასალა გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებისათვის. „ღორის გრიპი“ არ დასტურდება. მოზარდი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში“, – განცხადა ოლიკო გახელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system