თავში

1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - რიტუალები ყველა ნიშნისთვის

1 იანვრის ასტროლოგიური პროგნ
1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი - რიტუალები ყველა ნიშნისთვის

ვერძი

სადღესასწაულო დღეებში თქვენს სტიქიაში იგრძნობთ თავს, ახალი წელი მხიარულ ატმოსფეროში ჩაივლის, წელი კი უამრავ ახალ შეხვედრასა და სიახლეს გპირდებათ.

რიტუალი თქვენთვის: აიღეთ ნებისმიერი ოქროს სამკაული (მთავარია თქვენი იყოს) ან ნებისმიერი ოქროსფერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით მას „იბრწყინე და დამეხმარე ჩემი სურვილის ასრულებაში“. ახალი წლის მერე, ატარეთ ის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე.

კურო

შეეცადეთ მშვიდად, აუღელვებლად და ფხიზლად შეხვდეთ ახალ წელს, სწორედ ასეთ დღეებში ხდება ხოლმე საოცრებები, ახალი წელი თქვნთვის ახალ დიდ შესაძლებლობებს მოიტანს.

რიტუალი თქვენთვის: ღამით აიღეთ ქოთანი და მიწაში ჩაფალით მონეტა,მეორე დადეთ ზევიდან, თან ჩასჩურჩულოთ „იზარდე და იმრავლე, გახდი სპილოსავით დიდი და სტაბილური.“ საახალწლო დღეებში ქოთანი ნაძვის ხესთან იყოს, შემდეგ კი ზედა მონეტას იღებთ და საფულით ატარებთ. ქვედა მომავალ წლამდე დატოვეთ, შეგლიძიათ დარგოთ მასთან ერთად ყვავილიც.

ტყუპები

ახალი წლის დადგომამდე უამრავი საქმე გაქვთ მოსასწრები, ხუმრობა ხომ არაა?! სანტაც უნდა იყოთ და დიასახლისი ან მასპინძელიც. მაგრამ ღამის 12 სთს ის მოახლოებისთანავე ყველაფერი ჯადოსნური ელფერით შეიცვლება.

რიტუალი თქვენთვის: აიღეთ სახლის გასაღები, დაკიდეთ ნაძვის ხეზე და თქვით „ ყველა სირთულესა და პრობლემურ საკითხს ვხსნი ამ გასაღებით“. ახალი წლის შემდეგ, ყოველი კარის გაღებაზე ჩათვალეთ, რომ ერთი პრობლემური საკითხი გვარდება.

კირჩხიბი

დატვირთული და დამღლელი დღე შეიძლება იყოს, სირბილი და მზადება სტუმრების დასახვედრად, მერე კი მოწესრიგება-დალაგება. თუმცა, დღეს მთავარია არ დაგავიწყდეთ და გამოიყენოთ ჯადოსნური დრო.

რიტუალი თქვენთვის: დაისხით ჭიქა ღვინო, გახედეთ მთვარს და უთხარით :“ როგორც შენ იცვლები, ისე შეიცვალოს ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორც შენ იკლებ, ისე იკლოს სირთულეებმა, როგორც შენ იმატებ, ისე იმატოს ბარაქამ, სიყვარულმა და კეთილდღეობამ“. შესვით სასმისი და დაელოდეთ საოცარ სიახლეებს.

ლომი

მიუხედავად გუნება-განწყობის დაქვეითებისა თქვენ მაინც ზეიმის სული და გული ხართ! იოცნებეთ, განეწყვეთ უკეთესი მომავლისკენ და ყველაფერი ჯადოსნური გზით სათქვენოდ დალაგდება.

რიტუალი თქვენთვის: შეარჩიეთ ვარსკვლავის ნებისმიერი ფიგურა, დაკიდეთ ნაძვის ხეზე მწვერვალისკენ, ჩაიფიქრეთ სურვილი და უთხარით ვასრკვლავს: „იკაშკაშე, გამინათე გზა და მომიტანე წარმატება ნებისმიერ სფეროში“. ახალი წლის შემდეგ ეს ვარსკვლავი ატარეთ თილისმად.

ქალწული

კარგი იქნება ახალ წელს თუ სადმე სხვაგან შეხვდებით, 2022 წლიდან ქალწულები ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალი ჩვევებითა და ცხოვრების რეჟიმით: დილით ადრე ადგომა, ვარჯიში და სხვა. ახალი წლის ღამე ის ჯადოსნური მომენტია, როდესაც ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.

რიტუალი თქვენთვის: შუა ღამის მოახლოებისას დაგჭირდებათ ბუს სიმბოლო, ან ბუს (ასევე ნებისმიერი სხვა) ბუმბული, მოათავსეთ ნაძვის ხესთან და უთხარით მას: „მომარიდე ყველა დაბრკოლება ჩემი წარმატების, სიმდიდრისა და სიყვარულის გზაზე“. ახალი წლის შემდეგ ეს ბუ თან ატარეთ ხოლმე, ან თქვენს სამუშაო მაგიდაზე დადეთ, ბუმბული კი ატარეთ სანიშნად.

სასწორი

ეს ახალი წელი სჯობს თქვენთვის ნაცნობ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, თქვენი მახასიათებელი უნდა იყოს სისადავე და პრაქტიკულობა. იმ სასწორებს რომელთაც არ გყავთ ცხოვრების მეგზური, 2022 წელი დაწყვილებას გპირდებათ, ასევე გაგახარებთ მათაც, ვინც შვილის მოლოდინში ხართ.

რიტუალი თქვენთვის: დაგჭირდებათ გულის ფორმის საკიდი ნებისმიერი სახით, შუა ღამის მოახლოებისას დაკიდეთ ნაძვის ხეზე და სთხოვეთ: „ შენ მომიტან სიყვარულსა და ბედნიერებას, იქ სადაც შენ იქნება, იქნება ჯანმრთელობა და ჰარმონია“. მომდევნო დღეებში მოხსენით და ატარეთ ეს გული მთელი წელი.

მორიელი

თქვენ გიყვართ განსხვავებულად ახალი წლის აღნიშნვა, მეგობრებთან ერთად, შემდეგ ძველი სიყვარულის გახსენება... წელს თქვენ მხიარული, ხელგაშლილი და ყურადღებიანი იქნებით, ამას შესაძლოა თავის მიზეზიც ჰქონდეს.

რიტუალი თქვენთვის: წარმატებისთვის, კარიერული წინსვლისთვის და ფინანსური კეთილდღეობისთვის როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ბაყაყი დაგეხმარებათ, განსაკუთრებით კი სამფეხა ბაყაყი, დაასკუპეთ ის ნაძვის ხესთან, აპკურეთ წყლის წვეთები და უთარით:“ შენ იქნები ჩემი დამხმარე ყველა საქმეში, შემოსავლების ზრდა - დაგროვებაში, საქმიანი იდეების რეალიზებაში“. ახალი წლის შემდეგ დასვით ეს ბაყაყი თქვენს სამუშაო სივრცეში.

მშვილდოსანი

დიდი მხიარულება და დროს ტარება ძალიან გაგახალისებთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ეს დღესასწაულია, საოცრებების, სურვილების ასრულების ჯადოსნური დრო, ნუ გაფლანგავთ ამ დღის ენერგიას პოლიტიკაზე და სხვა ყოფით საკითხებზე საუბარში.

რიტუალი თქვენთვის: თუ გყავთ ღიპიანი ხოტეი, მოათავსეთ შუა ღამემდე ნაძვის ხესთან, დაუწყვეთ ტკბილეული, ფულის კუპიურები და მოილხინეთ, არ გჭირდებათ კონკრეტული სიტყვები, მოეფერეთ, გაუზიარეთ თქვენი სურვილები, იცინეთ, იხალისეთ. შემდეგ უკვე დასვით მაგიდაზე ოთახის შუაგულში და ის აუცილებლად მოიტანს თქვენს ოჯახში ყველანაირ სიკეთეს, ხვავს, ბარაქას, წარმატებას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

თხის რქა

გულის სიღმეში ახალი წელი თქვენი დღესასწაულია და ბავშვივით გახარებთ, გჯერათ სასწაულების, გჯერათ, რომ გაიხსნება ჯადოსნური კარი და აუცილებლად დაიწყება ახალი ზღაპარი. იყავით ხელგაშლილი, გაუკეთეთ საჩუქრები ახლობლებს.

რიტუალი თქვენთვის: კარიერულ, ფინანსურ ასპარეზზე კეთილდღეობისთვის დაგჭირდებათ კუს სიმბოლო, ან სულაც ცოცხალი კუ. დასვით ნაძვის ხესთან და უთხარით: „შენ სტაბილურ შემოსავალს მომიტან, იქნები ჩემი მცველი და საყრდენი ნებისმიერი საქმეში.“ ახალი წლის შემდეგ დაასკუპეთ კუ თქვენს სამუშაო სივრცეში.

მერწყული

გიყვართ განსვავებულ გარემოში დღესასწაულების აღნიშნვა, მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად, მიუხედავად არსებული ქაოსისა მაინც ბედნიერი და კმაყოფილი ხართ ყველაფრით. ყველაზე მეტად თქვენ გრძნობთ ცვლილებების საჭიროებას, გრძნობთ, რომ რაღაც სხვა დრო დგება... სურვილების ჩაფიქრების დროა!

რიტუალი თქვენთვის:დაკიდეთ ნაძვის ხეზე ანგელოზის ფიგურა, ჩაიფიქრეთ სურვილი, სთხოვეთ : „შენ იყავი ჩემი მეგზური ყველა კეთილ საქმეში და დამეხმარე ჩემი სურვილების ფრთაშესხმაში“. ეს ანგელოზი ახალი წლის შემდეგ თქვენს სივრცეში მოათავსეთ, ან ატარეთ გულსაკიდის სახით.

თევზები

იმხიარულეთ, იცეკვეთ, იზეიმეთ. ახალი წელი ჯადოსნური დროა სურვილების ასრულებისთვის და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებების შესატანად. ეს ახალი კვირა თქვენთვის მოულოდნელობებით იქნება აღსავსე, აი 2022 წლის მოვლენების უმეტესობა კი თქვენს ხელთაა.

რიტუალი თქვენთვის: თქვენ დაგჭირდებათ ნიჟარა, ნებისმიერი ფორმის, შუა ღამის მოახლოებისას, მოიმარჯვეთ ის და მოუყევით თქვენი სურვილების შესახებ დეტალურად, როგორ რა ფორმით, რა გარემოში, სად და ვისთან ერთად გინდათ ამ სურვილის რეალიზება. ნიჟარა იქნება თქვენი მესაიდუმლე და ის იზრუნებს თქვენი სურვილების ხორცშესხმაზე. ახალი წლის შემდეგ მოათავსეთ ის თქვენს საწოლთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system