თავში

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა პოზიციების შეცვლა დაგჭირდეთ და თუ ამას გადაწყვეტთ იმოქმედეთ სწრაფად და შემართებით. იყავით მეტად დიპლომატიური და ერიდეთ აგრესიის გამოვლენას.

კურო

სიფრთხილე გამოიჩინეთ კვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ მხარეს და აკონტროლეთ ხარჯები, ნურც ისესხებთ ფულს ამ ეტაპზე და ნურც გაასესხებთ.

ტყუპები

დღეს, შესაძლოა შფოთი დაგეუფლოთ, ეცადეთ მეტად გაიხარჯოთ, ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ შვილები არ გყავთ, კარგი დროა ბავშვის ჩასახვისთვის.

კირჩხიბი

დაისახეთ მნიშვნელოვანი ამოცანა, გამოიჩინეთ შრომისმოყვარეობა, იყავით მიზანდასახული და თქვენ შეძლებთ თქვენი პროფესიონალიზმით ახალ კარიერულ საფეხურზე გადასვლას.

ლომი

დიდი პრინციპულობა და ყურადღების გამოჩება გმართებთ მოლაპარაკებებისა და საქმიანი შეხვედრების მიმართ. დაუკვირდით სიზმრებიდან და მინიშნებებიდან მოსულ ინფორმაციას.

ქალწული

დღეს ოჯახური საკითხების მოგვარებით იქნებით მეტად დაკავებული, შესაძლოა გაუგებრობებმა და უთანხმოებამ იჩინოს თავი, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და აკონტროლეთ სიტყვები, რათა არ გაართულოთ სიტუაცია.

სასწორი

შეეგუეთ შექმნილ მდგომარეობას და ცოტაც მოითმინეთ, შესაძლოა თავი იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმა და იმედგაცრუებული დარჩეთ. შეინარჩუნეთ სულიერი სიმტკიცე და ბალანსი.

მორიელი

ცვალებადი გუნება-განწყობა და გაურკვეველი მოვლენები საქმეს ართულებს. ნუ მოახდენთ ყველაფრის დეტალიზებას, უფრო ზოგად საკითხებზე გადაიტანეთ თქვენი ყურადღება.

მშვილდოსანი

დიდია კონფლიქტების ალბათობა როგორც ოჯახში ასევე სამსახურში. ნუ ითამაშებთ სხვა ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითებს, შესაძლოა ძველმა რუტინულმა სირთულეებმა იჩინოს თავი.

მერწყული

ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მატულობს წარმატების შანსები. იმედიანად განაგრძეთ დასახული გეგმების განხორციელება.

თევზები

შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება საქმიანი სფეროს მიმართ ან საერთოდ შეცვალეთ სამუშაო გარემო. მთავარია თქვენი მონდომება და ყველაფერი გამოვა!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system