თავში

1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე საღამოს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 15:10დან - 15:25მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

კარგი დღეა აქტიური და ენერგიული ქმედებებისთვის, წარმატებული იქნება ფინანსური დგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მხოლოდ ზედმეტად ნუ შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს.

კურო

შესაძლოა დღეს ირგვლივმყოფებს მოეჩვენოთ, რომ კონფლიქტურად ხართ განწყობილი ყველასა და ყველაფრის მიმართ და კლებულობს ურთიერთგაგება, თუმცა თვითონ მტკიცედ გჯერათ, რომ საერთო საქმის ინტერესებისთვის სწორედ ასეა საჭირო.

ტყუპები

დღევანდელი დღე მოითხოვს ისე ჩამოაყალიბოთ თქვენი იდეები, რომ საერთო დაინტერესება გამოიწვიოს. შეარჩიეთ ისეთი ხერხები, რომლებიც ყველას დაანახებს საქმის ეფექტურობას, თუმცა ამისთვის ჩვეული სამოქმედო სტილის შეცვლა დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

პრაქტიკულად ნებისმიერი წამოწყება შედეგიანი და წარმატებული იქნება. თამამად დაგეგმეთ, მოიფიქრეთ ახალი პროექტები დაისახეთ ახალი ამოცანები, მიზნები და ნუ შეუშინდებით არაკეთილმოსურნეთა შურიან გამოხტომებსა და კრიტიკას.

ლომი

მოზღვავებული ენერგია გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, მიჰყევით ჩვეულ დინებას, დღეს ყველაფერს მოიმოქმედებთ, რათა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მრავალფეროვანი და საინტერესი ფერები შეიტანოთ.

ქალწული

შესაძლოა დღეს ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდეთ, დიდია ალბათობა დაგიბრუნონ ადრე ნასესხები ფული, წინათ შესრულებული სამუშაოსთვის დამატებითი ანაზღაურება მიიღოთ ან სულაც მეგობრისგან მოულოდნელმა სიურპრიზმა გაგახაროთ.

სასწორი

თქვენი პოზიტიური განწყობა დიდ მოტივაციას გმატებთ, ამიტომ მარტივად შეასრულებთ რთულ დავალებებს, დრო საქმეში შეუმჩნევლად გაფრინდება, ყველა კმაყოფილი იქნება პროექტის თქვენეული გააანალიზებითა და კრეატული მიდგომებით.

მორიელი

შესაძლოა ხელმძღვანელობისგან შექება და მადლობაც დაიმსახუროთ, არ არის გამორიცხული დაგაწინაურონ, ეს დღე შესაძლოა ახალი, წარმატებული ეტაპი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.

მშვილდოსანი

შესაძლოა დღეს ვერ შეძლოთ ვითარების გაკონტროლება და შანსები ხელიდან გაუშვათ. ყველაფერი კი აქტუალურ საკითხებში არასაკმარისი ინფორმაციისა და მოუმზადებლობის შედეგია.

თხის რქა

მიღებული ახალი ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ დაიწყოთ ახალი პროექტი, შესაძლოა ეს იყოს ფინანსებთან დაკავშირებით ან ახლობლების თანხმობა რაღაც საკითხებში ან ახალი კონტაქტები, ეს იქნება ის შანსი, რომელიც თქვენს საქმიან იდეებს გააცოცხლებს.

მერწყული

უსიამოვნო ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ალბათობა მატულობს, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს კარიერასა და პირად ცხოვრებას. შეეცადეთ არ გაახმაუროთ თქვენი შეფასებები ირგვლივმყოფ ადამიანებზე და თავი დაიცვათ ჭორიკანა ადამიანებისგან.

თევზები

თავი დაანებეთ სხვებისთვის თვალყურის დევნებას და ნუ განაწყენდებით თუ ვინმე თქვენზე მეტს მიაღწევს. მთელი გულისყური საკუთარი საქმეებისკენ მიმართეთ და იბრძოლეთ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system