თავში

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მზად იყავით უსიამოვნო მოულოდნელობებისთვის, ახალ გაცნობილი ადამიანის გამო შესაძლოა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. არ არის გამორიცხული ფინანსურმა სიძნელეებმაც იჩინოს თავი, რომელიც შეაფერხებს თქვენს წინასაახალწლო გეგმებს.

კურო

რაც უფრო ობიექტურად შეაფასებთ თქვენს ძალებს, მით უფრო წარმატებით დაარეგულირებთ არსებულ საქმიან უთანხმოებებს და იპოვნით ოპტიმალურ გზას კრიზიკსული სიტუაციების გადასაჭრელად.

ტყუპები

არის ალბათობა დამატებითი შემოსავლების წყარო აღმოაჩინოთ. შანსი გექნებათ განახორციელოთ თქვენი დიდი ხნის ოცნება და მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოთ კარიერულ სფეროში.

კირჩხიბი

მიუხედავად უამრავი საქმისა თქვენ სათანადო სიმაღლეზე აღმოჩნდებით, შთამბეჭდავად წარმოაჩენთ თავს და აიმაღლებთ ავტორიტეტს. რაც არ უნდა დაკავებული იყოთ საქმეებით, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი და იყიდეთ რაიმე სასიამოვნო. გამხიარულდით.

ლომი

საინტერესო საქმიანი წინადადება სერიოზულად ჩაგაფიქრებთ, მაგრამ ჯერჯერობით თავი შეიკავეთ ცვლილებებისგან, ნუ შეეცდებით საკუთარი თავის უპირატესად წარმოჩენას, იყავით თავდაჯერებული და განსაზღვრეთ ყოველი ნაბიჯი.

ქალწული

პირად ცხოვრებაში ელოდეთ ცვლილებებს, მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და ახალი თავგადასავლები. კარგად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, გაერკვიეთ სურვილებში, მეტი სიცხადე შეიტანეთ თქვენს სამომავლო გეგმებში.

სასწორი

იმოქმედეთ დიპლომატიურად და ნუ იწუწუნებთ, ნუ გამოხატავთ უკმაყოფილებას და უნდობლობას ირგვლივმყოფთა მიმართ, სჯობს გადადოთ საქმეები სამომავლოდ, ვიდრე გააკეთოთ ნაჩქარევად და უხარისხოდ.

მორიელი

თქვენი იდეები მეტად შთამბეჭდავი და სარგებლიანი იქნება და ახალი წინადადებებიც კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. შანსი გაქვთ განახორციელოთ ყველაზე თამამი გეგმები და პროექტები.

მშვილდოსანი

ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ, ასევე გააკონტროლეთ საკვების ხარისხი, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოუხმეთ თქვენს საფირმო ოპტიმისტურ განწყობას და ირგვლივ ყველაფერს იუმორით შეხედეთ.

თხის რქა

მოსალოდნელია სირთულეები პირად ცხოვრებაში, ახლა ცვლილებები არაა გამართლებული, დაფიქრდით მომავალზე, გაერკვიეთ თქვენს არეულ სასიყვარულო კავშირებში, ერიდეთ მძაფრ გამოთქმებს და ნაჩქარევ ნაბიჯებს.

მერწყული

დღეს შესაძლოა მნიშნელოვანი წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით კარგად გააანალიზეთ, ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით სჩანს.

თევზები

მოსალოდნელია პრობლემები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ სხვების მოსაზრებებიც, მაგრამ დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა ახლა თქვენი კარგი მოკავშირეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system