თავში

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 12:32 დან 14:03 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სარისკო საქმეებისგან თავი შეიკავეთ, საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.

კურო

დიდი ალბათობით დღეს წარმატებით შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას და შესაძლოა კარიერულადაც წინ წახვიდეთ.

ტყუპები

დიდია დღეს ცვლილებების, სკანდალების ალბათობა, შესაძლოა რაღაც სასიყვარული ფარული საკითხები გამჟღავნდეს, რომელიც დიდი ნის განმავლობაში გამოცანა იყო თქვენთვის.

კირჩხიბი

მოუსმინეთ სხვებს, იზრუნეთ გარშემომყოფებზე, გამოხატეთ სითბო კოლეგების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, თუნდაც ყავით გამასპინძლებით, ამგვარად მათ სიმპატიასაც დაიმსახურებთ და ეს კავშირები სამომავლოდ დიდად გამოგადგებათ.

ლომი

საქმეებით ხართ დახუნძლული, ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ წარმატებასაც ელოდეთ. ახალი პროექტები, ახალი თანამშრომლები, ახალი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, თანაც ყველა ყურადღებასა და სიმპატიას გიცხადებთ.

ქალწული

თქვენი შრომისმოყვარეობის, კარგი ორგანიზების უნარითა და საქმიასადმი სერიოზული დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ.

სასწორი

სასიყვარულო საქმეებში ბევრი რამ იქნება თქვენზე დამოკიდებული, გამოიჩინეთ ინიციატივა და ნუ დაკარგავთ კარგ შანსებს.

მორიელი

გამორიცხული არ არის მოგიწიოთ სამეგობრო წრის გაფილტვრა, ასევე კარგი იქნება თუ მეტ პრინიპულობას გამოიჩენთ სიყვარულის საკითხებში, რადგან ახლა დარწმუნებით იცით რა არის წარმატებისთვის საჭირო თქვენს ურთიერთობებში.

მშვილდოსანი

თავდაჯერებულად იმოქმედეთ, იყავით გაბედული და თქვენი საქმიანი იდეებითა და გეგმებით ყველას უკან ჩამოიტოვებთ.

თხის რქა

იმოქმედეთ, გადახედეთ თქვენს გეგმებს და ნუ შეჩერდებით მიუხედავად სხვების წინააღდეგობისა, ნურავის დაელოდებით. თქვენ თავადაც მშვენივრად შეძლებთ თავი დამოუკიდებლად გაართვათ ყველაფერს.

მერწყული

დიდი ამბიციების მოზღვავება მოუსვენარ და მოუთმენელ ადამიანად გაქცევთ, არ დაგავიწყდეთ დაგეგმოთ რეალური გეგმები და ისე იმოქმედოთ.

თევზები

დღეს შესაძლოა შესანიშნავი იდეები და შთაგონება გეწვიოთ, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს ფინანსურ მდგომარეობასა და ცხოვრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system