თავში

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თანამოაზრეებთან ერთად შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი პროექტები, ამასთანავე სასურველია გააანალიზოთ განვლილი პერიოდი თავისი შედეგებით.

კურო

აქტიური მოქმედება და შუპოვრობა საშუალებას მოგცემთ დაძლიოთ პრობლემები და შესაძლოა მნიშნელოვან წარმატებასაც მიაღწიოთ პროფესიულ საქმიანობაში.

ტყუპები

ფერადი მოვლენებით დახუნძლული დღეა. იყავით წინდახედული, შესაძლოა ვერ შეასრულოთ მნიშვნელოვანი დაპირება, დააგვიანოთ რაღაც შეხვედრაზე ან საბუთებთან მუშაობისას გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი დეტალი.

კირჩხიბი

თავდაჯერბულობა და მტკიცე ხასიათი! სწორედ ეს თვისებები გჭირდებათ ახლა, რათა იზეიმოთ გამარჯვება არაკეთილმოსურნე ადამიანებსა და შესაბამისად წარმოქმნილ ვითარებაზე.

ლომი

დიდია იმის შანსი რომ გაფართოვდეს თქვენი გავლენისა და მოქმედების სფერო, ამაში დაგეხმარებიან ძველი და ახალი თანამოაზრეები, თქვენი პროფესიონალური შეხედულებები და პოზიციებიც უფრო განმტკიცდება.

ქალწული

შესაძლოა დღეიდან გაუმჯობესდეს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მოემზადეთ კარიერული წინსვლისთვის. ახალი სფეროების ან ტექნოლოგიების ათვისება ახლა მეტად შედეგიანია, თქვენი პრაქტიკულობა და შრომისმოყვარეობაც უფრო გამოხატულია.

სასწორი

შეეცადეთ აღადგინოთ ძველი მეგობრული კავშირები და ურთიერთობები, საქმიანი კონტაქტები, რათა დადებითად გადაჭრათ ნებისმიერი პრაქტიკული ამოცანა.

მორიელი

გონივრულად და გააზრებულად დადებული ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები მნიშვნელოვან სარგებელს მოგიტანთ, შესაძლოა გავლენიანი ნაცნობები და მფარველებიც შეიძინოთ.

მშილდოსანი

თქვენი შეუპოვრობა და ყველა სიახლის მიღების უნარი დაგეხმარებათ გაუგებრობების გადალახვასა და კოლეგებთან დაპირისპირების თავიდან აცილებაში.

თხის რქა

მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები, რათა მზად იყოთ ნებისმიერი შემოწმებისა და კრიტიკისთვის, თანამშრომლების მხრიდან კი- გაკიცხვისა და კონკურენციისთვის.

მერწყული

სასურველია გამოიყენოთ მომენტი და იზრუნოთ კარიერულ წინსვლასა და ფინანსურ მოგებაზე, თქვენ ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ და შესანიშნავი თანამშრომელი ხართ.

თევზები

ნუ იქნებით სხვების იმედად, დარწმუნებული იყავით რომ საკუთარი ძალებითაც მშვენივრად გაართმევთ თავს პრობლემებსა თუ სირთულეებს, გამოიყენეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი და მოქნილობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system