თავში

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა უცნაურ სიტუაციებში აღმოჩნდეთ, ამის გამო მოიმატებს გაღიზიანება, დაძაბულობა. დღის მეორე ნახევარში შეძლებთ წარმოქმნილი გაუგებრობების ძალისხმევის გარეშე დალაგებას.

კურო

ეცადეთ საკუთარი აზრი სხვებს არ მოახვიოთ, იყავით მეტად მომთმენი, მოუსმინეთ გარშემომყოფთა რჩევებს.

ტყუპები

დღეს შესაფერისი დღეა ურთიერთობების გასარკვევად. თქვით რაც გაწუხებთ, ისაუბრეთ თქვენს ემოციებსა და გრძნობებზე.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ საკვებს, აიმაღლეთ გუნება განწყობა არომათერაპიის, აფირმაციების დახმარებით.

ლომი

ნუ გაქვთ ბევრის მოლოდინი თქვენი საყვარელი ადამიანებისგან, მითუმეტეს თუ არ იციან თქვენი სურვილების შესახებ. იყავით მეტად ზომიერი და მომთმენი.

ქალწული

იყავით მზად ყოველგვარი მოულოდნელობებისა და სიურპრიზებისთვის რომელსაც დღეს ვარსკვლავები გიმზადებენ. შესაძლოა გაიცნოთ საკმაოდ საინტერესო ადამიანი.

სასწორი

მგზავრობისას იყავით დაკვირვებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ნუ დაუპირისპირდებით ყოველ წვრილმანზე ირგვლივმყოფებს.

მორიელი

შეამცირეთ თქვენი აქტივობის ტემპი, მოდუნდით და მეტად დაისვენეთ.

მშვილდოსანი

გაუფრთხილდით საიდუმლოს რომელსაც კოლეგები გაგანდობენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყურადღებით იყავით სიტყვებთან.

თხის რქა

შესაძლოა ძალების დაქვეითებამ შეგაწუხოთ. ყურადღება მიაქციეთ საკვებ რაციონს, იმისათვის რომ საახალწლოდ ჩადგეთ სასურველ ფორმაში.

მერწყული

თავისუფლების მუხტი თავდაჯერებულობასა და გაბედულებას შეგმატებთ. არ არსებობს დაბრკოლება რომელიც თქვენ მიზანთან მიმავალ გზაზე უკან დაგახევინებთ.

თევზები

დღეს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შეგიძლიათ სასიკეთო ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანებზე შინ თუ გარეთ. კარგია დღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system