თავში

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 14:59დან - 20:09მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ძალიან პერსპექტიული წინადადების შემოთავაზებაა მოსალოდნელი, რომელიც არა მარტო სასიკეთოდ აისახება თქვენს კეთილდღეობაზე თუ მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ კარიერაზეც.

კურო

დღეს გაუმართლებელია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, იმოქმედეთ მეტი გონიერებით რათა არ აღმოჩნდეთ სასაცილო მდგომარეობაში ან უსიამოვნო სიტუაციაში. აკონტრლეთ განწყობა და ემოციები.

ტყუპები

შეეცადეთ მოულოდნელ ვითარებაში განზე გადგეთ და მაყურებლის თვალით ადევნოთ თვალყური მოვლენებს, არ ჩაერიოთ, არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ გარჩევასა და დაპირისპირებაში.

კირჩხიბი

ახალ-ახალი იდეები ერთ ადგილას გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, სავარაუდოდ საჭირო იქნება მოიძიოთ თანამოაზრეები მეგობრებში, ან ისეთი ადამიანი ვინც დაინტერესდება თქვენი პროექტით და მხარში ამოგიდგებათ.

ლომი

აკეთეთ თქვენთვის საინტერესო საკუთარი საქმეები დაზოგეთ დრო და ძალები, არა ხათ ვალდებული საკუთარ თავზე აიღოთ სხვათა პრობლემების გარკვევა და მოგვარება.

ქალწული

სასურველია იზრუნოთ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე, საუკეთესო აზრია შეისწავლით და დანერგოთ პრაქტიკაში სიახლეები, ამით მეტად აიმაღლებთ ავტორიტეტს.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას ლაპარაკობენ გარშემომყოფები, შესაძლოა ცრუ ინფორმაციაც ვრცელდებოდეს, თუ ნამდვილად ასეა და მოსმენილი სიცრუეა, შეგიძლიათ თავად ააგოროთ თქვენს საკუთარ თავზე სასურველი ინფორმაცია.

მორიელი

შესაძებლობა გექნებათ გაბედულად დაიწყოთ თვენი პროექტის განხორციელება. დღეს თქვენში ლიდერული თვისებები გაბრწყინდება და ირგვლივმყოფნიც სათანადოდ დააფასებენ ამ მონდომებას.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ნათქვამი სტყვების მიმართ და თავდაჭერილად გამოხატეთ უკმაყოფილება. შესაძლოა თქვენი არაკორექტული გამოთქმა დიდი სკანდალის საფუძელი გახდეს.

თხის რქა

პირად საკითხებში ელოდეთ წარმატებას, ნუ მოუსმენთ ნურავის, ენდეთ საკუთარ თავს, დღეს იღბალი თქვენს მხარესაა და გამოიყენეთ ეს შანსები.

მერწყული

სასურველია იმოქმედოთ უჩვეულოდ და არაორდინალურად, გააკეთეთ რაიმე ისე, რაც თქვენვის არაა დამახასიათებელი, მოულოდნელობა ყველა სიტუაციაში ძლიერი იარაღია.

თევზები

დღეს იოლად შეძლებთ აღაფრთოვანოთ გარშემომყოფები და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი თქვენი ყურადღებითა და სიურპრიზითაც კი. სასიამოვნო დღე და ემოციები გელით.

ასტროლოგიური პროგნოზი მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system