თავში

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 00:01 დან - 04:24 მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

დროა აზრი შეიცვალოთ ცხოვრებაზე და გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. კარგი დროა სიახლეებისთვის, მოიძიეთ და გააფართოვეთ უცხოეთთან კონტაქტები.

კურო

მოსალოდნელია მცირეოდენი ფინანსური შეზღუდვები, მოგიწევთ უფრო ხელმომჭირნედ გამოიყენოთ და დახარჯოთ ფული. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და ნუ გაფლანგავთ უაზროდ თქვენს ქონებას.

ტყუპები

ნუ დააჩქარებთ პროცესებს და მიიღეთ ყოველდღიურობა რეალობად - მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, მაგრამ ზედმეტად მუქ ფერებშიც ნუ დახატავთ მიმდინარე მოვლენებს, მშვიდად გააანალიზეთ ყველაფერი.

კირჩხიბი

ჭორებისა და მითქმა-მოთქმის დიდი ალბათობაა, შეინარჩუნეთ გონიერება და ნუ აჰყვებით ნეგატიური ადამიანების თამაშს, ნუ უპასუხებთ მათ გამოხტომებს, საეჭვოა ვინმემ შეძლოს და ხელი შეგიშალოთ თვენი მიზნების განხორციელებაში.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, იყავით თავშეკავებული და გამოიჩინეთ კეთილგონიერება. რაც უფრო თავდაჯერებული და მშვიდი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდებათ გაუგოთ სხვებს.

ქალწული

რომანტიული შეხვედრისა და ახალი თავბრუდამხვევი ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. მაგრამ ნუ დაკარგავთ საღ აზრს, ნუ შეხედავთ ამ ყოველივეს დიდი სერიოზულობით, ეს გატაცება მცირე ხნით გასტანს.

სასწორი

აუცილებლად იზრუნეთ მიცემული პირობის შესრულებაზე, ახლა ჯობია პარტნიორებს იმედები და მოლოდინები გაუმართლოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე სასიკეთოდ შეიცვლება.

მორიელი

საოცრად დადებითი ემოციები და ხალისიანი განწყობა გელით. სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან, მოგონებები, ახალი შთაბეჭდილებები საკამოდ დიდხანს გაგყვებათ.

მშვილდოსანი

დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებითა და რუტინით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გაატარეთ დრო მშვიდ, კეთილგანწყობილ ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

ნუ გაექცევით პრობლემებს და შეჰხედეთ მათ თვალებში. ყური მიუგდეთ თქვენს ორგანიზმს, თავს ნუ მოიტყუებთ საჭიროების შემთხვევაში მიაკითხეთ პროფესიონალებს და ენდეთ მათ რჩევებს.

მერწყული

მალე შესაძლოა ახალი ფინანსური წყაროც გამოჩნდეს, მაგრამ დღეს ფული ჭკვიანურად დახარჯეთ, გარკვეული რესურსი კი სასურველია სამომავლოდაც გადაინახოთ.

თევზები

ახლა საუკეთესო იქნებოდა გარემოს შეცვლა და ახალი პოზიტიური შთაბეჭდილებები, თუ გყავთ მეორე ნახევარი სასურველია რომანტიული ვახშმის ორგანიზებაზეც იფიქროთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system