თავში

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანშია.

უგეზო მთვარეა 23:06 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ენერგიის მოზღვავება და კარგი გუნება-განწყობა გმატებთ მოტივაციას და ყველაზე მოსაბეზრებელ საკითხებისაც წარმატებით გაართმევთ თავს. დღეს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ირგვლივმყოფებსაც გაუადვილებთ ცხოვრებას.

კურო

კარიერული საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა, მით უმეტეს დღეს, რადგან გაქვთ ამბიცია ყველაფერი სხვებზე უკეთ, განსხვავებულად და ხარისხიანად გააკეთოთ, ამით კი როგორც კოლეგების, ასევე უფროსობის ყურადღებას დაიმსახურებთ.

ტყუპები

ყოველდღიურად რუტინული შრომა მომაბეზრებელი და დამღლელი რომ არ იყოს, შეიტანეთ სიახლეები საქმიანობაში, მეტად იზრუნეთ თქვენს კომფორტზე, გამოაცოცხლეთ ირგვლივ ატმოსფერო და ნუ ჩაიკეტებით ოთხ კედელში.

კირჩხიბი

იყავით შეუპოვარი, მტკიცე და გაბედული. არ დაუშვათ რომ თქვენი დამსახურება სხვებმა მიითვისონ. ნუ დაიხევთ უკან, ყველასთნ მოახდინეთ საკუთარი მებრძოლი ხასიათისა და შესაძლებლობების დემონსტრირება.

ლომი

შეგიძლიათ მოუმატოთ ტემპს, ნებისმიერ საქმეს ადვილად გაართმევთ თავს, ნუ შეგეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში, იარეთ წინ წარმატებისკენ გაბედულად და წინდახედულად.

ქალწული

წარმატებას მოგიტანთ ყოველი საქმე, რომელსაც დამოუკიდებლად, სხვათა ჩარევის გარეშე შეასრულებთ. საკუთარ გეგმებზე ორიენტირებული წვრილმან სირთულეებს ვერც შეამჩნევთ.

სასწორი

ვითარების მოულოდნელი შემობრუნება საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ ორგანიზატორული უნარები, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს რაიმე ღონისძიების ჩატარებას ან ადამიანების მოზიდვას.

მორიელი

შედარებით რთული დღეა, შესაძლოა გააქტიურდნენ არაკეთილმოსურნეები ან კონკურენტები. თავი ხელში აიყვანეთ და ნუ აჰყვებით მათ გამოხტომებს, გამოიჩინეთ ნებისყოფა და სიმტკიცე, მაგრამ არ დათმოთ პოზიციები.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონდომებით ცდილობთ დააჩქაროთ შედეგები, დღეს პრაქტიკულად ყველა სფეროში შეფერხებებია მოსალოდნელი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აჩქარებით უფრო გააჭიანურებთ საქმის მსვლელობას.

თხის რქა

შანსი გაქნებათ მიიღოთ სასურველი შედეგები თუ იმოქმედებთ დამოუკიდებლად და თავდაჯერებულად, მთავარია აიღოთ საკუთართავზე პასუხისმგებლობა. შესაძლოა გარშემომყოფები შეეცადონ ხელის შეშლას გეგმების რეალიზებაში.

მერწყული

შეუცვლელი იქნება დღეს თქვენი ორგანიზატორული თუ ლიდერული უნარები. თქვენ შეძლებთ გადაანაწილოთ ყველაფერი დეტალების გათვალისწინებით და მიიღოთ გაცილებით მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

თევზები

შესაძლოა მიიღოთ ახალი დავალება, რომელიც დაგაფრთხობთ და თქვენს შესაძლებლობებსა და უნარებზე დაგაეჭვებთ. საკუთარი თავის უნდობლობა ხელს შეგიშლით დადებითი შედეგების მიღებაში. 

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system