თავში

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 03:58დან 16:16მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

ახალი საქმეების დასაგეგმად ან დასაწყებად საჭიროა მოქნილობა და რაციონალური მიდგომა.

კურო

დღეს რომანტიულ ტალღაზე ხართ, ფანტაზიები და ოცნება კარგია მხოლოდ შემოქმედებით საქმიანობაში, სხვაგვარად ეს ყოველივე იმედგაცრუებას მოგიტანთ.

ტყუპები

დღეს მატულობს თქვენი ავტორიტეტი, როგორც სამსახურში ასევე გარემოცვაში ზოგადად, კარგი იქნება ცოტა მეტ დროს თუ დაუთმობთ ფსიქოლოგიას.

კირჩხიბი

შესაძლოა დღეს ბავშვების მიზეზით რაიმე პრობლემა წამოიჭრას, გონიერებითა და გულახდილობით მშვიდობიანად გადაჭრით ნებისმიერ საკითხს.

ლომი

ეცადეთ დღეს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში, იყავით ფრთხილი და წინდახედული.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, აიმაღლეთ ენერგოტონუსი და ნუ გამოიფიტებით სამსახურეობრივი თუ სახლის რუტინით.

სასწორი

დღეს შესაძლოა ოჯახში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, იყავით ზომიერი და წინდახედული.

მორიელი

დღევანდელი დღე უამრავი საქმეებითაა დახუნძლული, თქვენ გჭირდებათ გონების მობილიზაცია. ფინანსებთან დაკავშირებით მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები.

მშვილდოსანი

მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ დაისვენოთ და მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან ერთად.

თხის რქა

დღე სასურველია ფინანსური ოპერაციების წარმოებისთვის, აკეთეთ ის საქმე რასაც თქვენთვის სიხარული და კმაყოფილება მოაქვს.

მერწყული

დღეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები მეტ ყურადღებას გაქცევენ, მატულობს თქვენი შარმი.

თევზები

შესაძლოა გარკვეულმა შიშებმა იჩინოს თავი, სასურველია დღე დაუთმოთ სულიერ პრაქტიკებს. საღამო უმჯობესია მეგობრების წრეში გაატაროთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system