თავში

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარევერძის ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ სხვებზე და ნურც იღბლიან შემთხვევას დაელოდებით. იმოქმედეთ საკუთარი ძალებით, კეთილსინდისიერად შეასრულეთ ის, რაც თქვენზეა დამოკიდებული და წარმატებაც არ დააყოვნებს.

კურო

შესაძლოა ვითარება შეიცვალოს და ისე განვითარდეს სიტუაცია, როგორც ელოდით. ბედს ნუ დაემდურებით და ნურც გარშემომყოფებს დაადანაშაულებთ, ზედმეტი პრეტეზიებითა და მოლოდინებით.

ტყუპები

სასიკეთო დღეა ყოველდღიური ურთიერთობებისთვის პირად თუ საქმიან სფეროში. წარმატება გელით მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისას, ახალი ბიზნეს პარტნიორებისა და ახალი კავშირების მოძიებაში.

კირჩხიბი

დღეს დაწყებული პროექტები და საქმეები დიდი ალბათობით წარმატების მომტანი იქნება. იმოქმედეთ გაბედულად და თამამად, როგორც ბიზნების, ასევე სხვა ნებისმიერი საქმიანი თუ პირადი საკითხების გადასაწყვეტად.

ლომი

სხვების დახმარების დროს სასურველია იპოვნოთ ოქროს შუალედი და ზედმეტი ვალდებულებები არ აიღოთ საკუთარ თავზე. დაიცავით თქვენზე სუსტები, იყავით გულმოწყალე და სამართლიანი, მაგრამ ნურავის დაისვავთ თავზე.

ქალწული

სიტუაცია დღეს თქვენს სასიკეთოდ შემობრუნდება და არაა გამორიცხული თქვენმა ადრე დაწყებულმა პროექტმა დამსახურებული წარმატება და აღიარება მოგიტანოთ. დღეს ყველა პირობა გექნებათ გამარჯვებისთვის.

სასწორი

დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. შესაძლოა სულ მცირე კომპრომისმა ან კეთილმა საქმემ, თუნდაც სიტყვება დიდი როლი ითამაშოს თქვენს სამომავლო წარმატებებში.

მორიელი

შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებას, არის ალბათობა ვიღაც შეეცადოს თავისი გავლენის ქვეშ მოგაქციოთ და გაიძულოთ დათმობაზე წასვლა, რაც თქვენთვის წამგებიანი იქნება.

მშვილდოსანი

დღეს განგება სასიამოვნო შემთხვევებს არ დაიშურებს თქვენთვის და ნებისმიერ საქმეს, ნებისმიერ საკითხს წარმატებით გადაჭრით. ელოდეთ კარგ სიახლეებს, საინტერესო შემოთავაზებებს და ნაყოფიერ მოლაპარაკებებს.

თხის რქა

მყუდრო ოჯახური გარემო, მეგორბული და გულღია ურთიერთობები დიდ კმაყოფილებას და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. შესაძლოა დღეს საინტერესო ადამიანიც გაიცნოთ, რომელიც საიმედო ადგილს დაიკავებს თქვენს გულსა და ცხოვრებაში.

მერწყული

სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში და ნუ შეეცდებით ზედმეტი ლაპარაკით მიიქციოთ ყურადღება, არის გაუგებრობებისა და კონფლიქტების დიდი ალბათობა, რაც გამოწვეული იქნება არაეფექტური კომუნიკაციით. დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით.

თევზები

ნებისმიერი პროექტი თუ ღინისძიება, რომელსაც შემოგთავაზებენ, წარმატების მომტანი იქნება, თქვენი ორგანიზატორული უნარებით განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენთ პარტნიორებსა თუ ხელმძღვანელობაზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system