თავში

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანშია.

ვერძი

შესაძლოა დღეს დახმარებისთვის მოგმართონ. ნუ იქნებით მეტისმეტად გულჩვილი და მაინცდამაინც დიდ მნიშვნელობას ნუ მიაქცევთ სხვათა წუწუნს. სასურველია ცივი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება.

კურო

საკუთარ სამყაროში განმარტოებული ფერად ღრუბლებში დაფრინავთ და მომავლის გეგმებს აწყობთ. თუ შემოქმედი ადამიანი ხართ არ გაუშვათ მომენტი, აიღეთ ფუნჯი ან კალამი და შეუდექით თქვენი სამყაროს გაცოცხლებას.

ტყუპები

ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და მეტი გაბედულება გამოიჩინეთ სერიოზული საკითხების გადაწყვეტისას. თუ საქმეს რამდენიმე ეტაპად დაყოფთ, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს.

კირჩხიბი

წარმატებას მოგიტანთ ნებისმიერი საქმიანობა, კარგი იქნება თუ თქვენს დრევანდელ შესაძლებლობებს რაიმე მნიშნელოვან და სასარგებლო თემებს მიუძღვნით, ეს სხვებისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება.

ლომი

შესაძლოა თქვენს ზურგს უკან ვიღაც ჭორებს ავრცელებს და ფარულად თვალს გადევნებთ კიდეც, ნუ გამოაჟღავნებთ წყენას და ნურაფეს შეიმჩნევთ. მალე სიტუაცია სულ სხვაგვარად შემოტრიალდება.

ქალწული

დღეს თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით ბევრს გააკვირვებთ, დროა მიხედოთ გადადებულ საქმეებს და იაქტიუროთ. ახლა ჩეულებრივზე უფრო სწრაფად და ეფექტურად მოახერხებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

სასწორი

მოთმინება და შრომისმოყვარეობა წარმატებას და კმაყოფილებას მოგიტანთ, არც ხელმძღვანელობა დატოვებს თქვენს ძალისხმევას უყურადღებოდ და შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებაც მიიღოთ.

მორიელი

ნუ აჰყვებით ეჭვებს და ნუ შეგაშინებთ თქვენს ზურგს უკან დაწყებული მითქმა-მოთქმა და ჭორები, არ არის საჭირო თქვენი ღირსების დემონსტრირება, მალე დღის სინათლეზე დაყველაფერი უკეთ გამოჩნდება.

მშვილდოსანი

არის ალბათობა გაუგებრობები და პროვოკაციები მოჰყვეს თქვენს საქმიან წინადადებებს, რაც ძალიან გაგანაწყენებთ და ტკივილს მოგაყენებთ, ამიტომ სასურველია დღეს თავი შეიკავოთ სერიოზული ურთიერთობებისგან.

თხის რქა

ნუ გათქვამთ სხვის საიდუმლოს და აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რადგან დიდია კონფლიქტების და გაუგებრობების ალბათობა. თავი შეიკავეთ უადგილო ხუმრობისა და ზედმეტი საუბრისგან.

მერწყული

აქტუალური თემა დღეს მატერიალურ საკითხებს შეეხება. ფული და ფინანსური წყაროების მოძიება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე თქვენთვის, ეცადეთ ყურადღება პოზიტიურ თემებზე გაამახვილოთ.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ირგვლივ ადამიანებთან საუბარს, შესაძლოა მოულოდნელად მეტად საჭირო ინფორმაცია მიიღოთ, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს თქვენს გეგმებზე.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system