თავში

12 ნოემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

​12 ნოემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
12 ნოემბერის ასტროლოგიური პროგნოზი



სავსემთვარეობაა, მატულობს ხასიათში გაღიზიანება, დიდია კონფლიქტებისა და გაუგებრობების ალბათობა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ეცადეთ არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, განსაკუთრებით შემდეგ პერიოდში -12 ნოემბრის საღამოს 19:30 დან 13 ნოემბრის 13:00 მდე;
არ არის რეკომენდებული ამ დღეს ოპერაციები და სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
არ დაგავიწყდეთ რეკომენდებული პრაქტიკების ჩატარება, რომელიც აუცილებლად შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ


ვერძი

შესაძლოა ენერგიის მოზღვავება იგრძნოთ, იაქტიურეთ, დაკავდით ჩვეული საქმიანობით.დაიხარჯეთ შემოქმედებითად, ნუ ჩაერთვებით უსარებლო გარჩევებში.

კურო

იყავით უშუალო, გამხიარულდით, ურთიერთობებში მეტად გამოიჩინეთ წინდახედულობა და დიპლომატია, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა წარსულმა ადამიანებმა ან სიტუაციებმა თავი შეგახსენონ.

ტყუპები

დღეს შესაძლოა უხასიათობამ იჩინოს თავი, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ირგვლივმყოფთა კრიტიკასა და შენიშვნებს. ეცადეთ მაქსიმალურად ჩაერთოთ სამსახურში და ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი ძალები.

კირჩხიბი

გახალისდით, ნურავის მისცემთ უფლება განწყობა გაგიფუჭოთ. გაიფერადეთ დღე, გაანებივრეთ საკუთარი თავი. დაიხმარეთ არომატები და  ფერები გუნება განწყობის ასამაღლებლად. (ბერგამოტის, ილანილანგის არომატები, ფერებიდან ნარინჯისფერი, მწვანე, მოწითალო ტონები).

ლომი

მეტად დაისვენეთ, სათანადო ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, მითუმეტეს რომ პერიოდი კარგია სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის. ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე, შემდეგ კი შეგიძლიათ მეფურად დაისვენოთ.

ქალწული

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მაინც ჯერ არ გირჩევთ მშვენიერი პერიოდია პატარ პატარა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, როგორც საქმიან ასევე სასიყვარულო სფეროში.

სასწორი

ეცადეთ მეტად მოზომილი იყოთ, გაუფრთხილდით თქვენს ძალებს. შესაძლოა სახლში ან სამსახურში ტექნიკურმა ხარვეზმა იჩინოს თავი რაც შეგაფერხებთ თქვენს საქმეში.

მორიელი

საკმაოდ ნაყოფიერი დღეა საქმიანი კუთხით, კარგია დღეა შემეცნებისთვის, კომუნიკაციებისთვის. დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს მეგობრების წრეში მოლხენაზეც ნუ იტყვით უარს.

მშვილდოსანი

დღეს პასიურობისა და დასვენებისთვის ვერ მოიცლით,სახლსა თუ სამსახურში ყველაფერს აგვარებთ, ყველაფერს ასწრებთ. ნუ დააგდებთ ტემპს, შეინარჩუნეთ ხალისიანი განწყობა.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და  კრიტიკული, ეცადეთ იყოთ მეტად თავდაჭერილი. არ არის რეკომენდებული ეს დღე შორეული მგზავრობისთვის.

მერწყული

თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯისა და  საყიდლებისგან, იყავით მაქსიმალურად მოზომილი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. გადახედეთ თქვენს ახლო გეგმებს და საჭიროების შემთხვევაში კარგია მათში კორექტივების შეტანა.

თევზები

უმჯობესია დღე ძალების აღდგენას დაუთმოთ, ნუ გადაიტვირთებით სხვადასხვა საქმეებით. ეცადეთ მეტად იყოთ დამკვირვებლის პოზიციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system