თავში

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მე-6-7 დღე. მობილიზებული აზროვნება დაგეხმარებათ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნეში. ყურადღებით მოისმინეთ სხვების მოსაზრებები.

წარსულის სწორი შეფასებით შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები ბევრ კითხვაზე. 

ვერძი

გამოიჩინეთ ზომიერება, დიპლომატია, მოთმინება. დღე მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაისეირნეთ, დაგეგმეთ ახლო პერიოდის განრიგი. თავი შეიკავეთ ზედმეტი ხარჯებისგან.

კურო

მოდუნდით, მოიწყვეთ განტვირთვის დღე, ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ ტექნიკა, დაასუფთაოთ თქვენი სივრცე.

ტყუპები

მოაწყვეთ შაბათობა, გაათავისუფლეთ პირადი და საცხოვრებელი სივრცე ყველაფერი ზედმეტისგან. მეტი დრო დაუთმეთ ისეთ საკითხებს რომელიც აქამდე გასარკვევი გქონდათ.

კირჩხიბი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კომუნიაციებში იყავით უშუალო, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა ახლობელი ადამიანებისთვის.

ლომი

გახალისდით, მოიწყვეთ პატარა წვეულება, მეგობრების წრეში. არ არის სასურველი მოგზაურობა. კარგია დღე შემოქმედებითი აქტივობებისთვის.

ქალწული

შესაძლოა თქვენი გეგმებიდან ამოვარდეთ, არც მოულოდნელად სადმე გამგზავრება არაა გამორიცხული. თუ სახლში ყოფნა გიწევთ მიიყვანეთ დაწყებული საქმეები ბოლომდე, მოაწესრიგეთ თქვენი სივრცე.

სასწორი

სხვების საქმეების მოგვარების მცდელობაში თქვენი თავი, გეგმები არ დაგავიწყდეთ. იყავით მეტად წინდახედული, ნუ აყვებით წამიერ გატაცებებს.

მორიელი

კარგია დღე სხვადასხვა კომუნიკაციების წარმოებისთვის, როგორც პირადი ასევე საქმიანი შეხვედრები. დაიცავით სწორი კვების რეჟიმი.

მშვილდოსანი

მოუფრთილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. ნებისმიერი წამოწყება სჯობს კარგად გათვალოთ.

თხის რქა

იყავით მეტად ჰუმანური და გახსნილი. არ არის გამორიცხული აღმოჩნდეთ წვეულებაზე ან საინტერესო ხალხთან შეხვედრა მოგიწიოთ.

მერწყული

ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც დისკომფორტს გიქმნიან. არ არის გამორიცხული დღის განმავლობაში საქმიან პარტნიორთან ან მეუღლესთან უსიამოვნო საუბარი მოგიწიოთ ამიტომ მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ.

თევზები

დღეს მეტად გჭირდებათ იუმორი და ოპტიმიზმი, შეხედეთ სამყაროს ნათელ ფერებში. მოიწყვეთ სასიამოვნო საღამო მეგობრების გარემოში. ნუ გადაიტვირთებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system