თავში

13-19 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

13-19 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი
13-19 დეკემბერი: სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძი

ასტროლოგები ვერძებს მომავალ კვირაში თავის ხელში აყვანას ურჩევენ. მხოლოდ გონივრული მიდგომა და სიმშვიდე დაგეხმარებათ ყველა პრობლემის მოგვარებაში.

ქალი - თქვენს პირად ცხოვრებაში მომავალ კვირაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ცოტათი ყურადღებით იქნებით თქვენი საყვარლი ადამიანის მიმართ, ის ამას ნამდვილად დააფასებს, ერთად აქტიური დასვენება სარგებელს მოგიტანთ.

კაცი - კარგად მოეწყვეთ, კარგი იქნება თუ სადღესასწაულო ვახშამს მოაწყობთ ან სადმე წახვალთ ბუნებაში, თქვენი მეორე ნახევარი ამის წინააღმდეგი არ იქნება. 

კურო

თქვენს პარტნიორს უფრო მეტად უნდა ენდოთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, მეორე ნახევარს საკუთარი აზრი თავს არ მოახვიოთ და ყველა საკითხი ერთად გადაწყვიტოთ. 

ქალი - პირად ფრონტზე ყველაფერი შესანიშნავად არის, მაგრამ ასტროლოგები მოგიწოდებენ, საყვარელი ადამიანის მოთმინებას ნუ გამოცდით.

კაცი - წვრილმანებს ნუ ჩაუღრმავდებით, ზედმეტმა გულწრფელობამ შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს.

ტყუპები

ნუ მოუსმენთ მეგობრებსა და ახლობლებს, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ იმას, რასაც საყვარელი ადამიანი გეუბნებათ.

ქალი - ამ კვირაში ეკონომიკური კეთილდღეობაც გელოდებათ და დროა თქვენი მეორე ნახევრის საახალწლო საჩუქარზე იფიქროთ. დროს წვრილმანებზე ნუ დაკარგავთ.  

კაცი - თქვენმა მეორე ნახევარმა დუმილი შესაძლოა გულგრილობად მიიღოს. შეეცადეთ, საქმეებს უქმე დღეებზე მაინც მოსწყდეთ და დრო საყვარელ ადამიანთან გაატაროთ. 

კირჩხიბი

ამ კვირაში უამრავი საქმე დაგიგროვდათ და არ იცით საიდან უნდა დაიწყოთ. ისაუბრეთ ამის შესახებ თქვენს პარტნიორთან, ორნი ყველაფერს უფრო მარტივად გაუმკლავდებით. 

ქალი - კირჩხიბი ქალები განსაკუთრებული ბუნებისანი არიან. ვარსკვლავებმა იციან, რომ სიჩუმეს ოქროს ფასი აქვს, მაგრამ ზედმეტად ხანგრძლივმა დუმილმა შესაძლოა კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. საჭიროა ყველაფერში ზომიერება მოძებნოთ.  

კაცი - დროა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოთ, თქვენი გაურკვევლობა უკვე ზედმეტად გაიწელა. ვარსკვლავები გვირჩევენ რეაგირება სწრაფად მოახდინოთ და გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნოთ.

ლომი

არ იფიქროთ, რომ ყველაფერი თქვენი მონაწილეობის გარეშე გადაწყდება, ვარსკვლავები გირჩევენ მომავალ კვირაში თქვენს მეორე ნახევარს მხარში დაუდგეთ, ახლა ეს თქვენი მთავარი ამოცანაა.

ქალი - საჭიროა გულწრფელობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებებითაც გამოხატოთ. თუ რაიმე არ მოგწონთ, არ უნდა გაჩუმდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ აზრებს თავი მოუყაროთ და თქვენს მეორე ნახევარს ყველაფერი პირდაპირ უთხრათ, მაგრამ საყვედურების გარეშე, ის სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. 

კაცი - მომავალ კვირაში კარგი ამბები გელით, ფინანსური მდგომარეობა გამოსწორდება და შეგიძლიათ მეორე ნახევარს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყოთ. 

ქალწული

გამოყავით მცირე დრო დასვენებისათვის და საყვარელ ადამიანთან ერთად სამუშაოსაგან განიტვირთეთ. მაგრამ, ზედმეტი მატერიალური ხარჯების გაღება საჭირო არ არის. 

ქალი - ვარსკვლავები გირჩევენ არ იჩქაროთ და არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. თქვენი წარმატება თქვენი საყვარელი ადამიანისთვისაც ძალიან სასიხარულო აღმოჩნდება.

კაცი - არ შეიძლება ყველა სიტუაციაში გადამწყვეტი, მკვეთრი მოქმედებების განხორციელება, ზოგჯერ საჭიროა მოთმინება, ვარსკვლავები გირჩევენ მოუსმინოთ თქვენი საყვარელი ადამიანის რჩევას.

სასწორი

ახალი საქმის კეთება უნდა დაიწყო, თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს წარმატებაში ეჭვი ეპარებათ, ვარსკვლავებს გირჩევენ გაითვალისწინოთ მისი რჩევები და ჩამოწეროთ მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგები. 

ქალი - ყურადღებით! თქვენს საყვარელ მამაკაცს მალე თქვენი დახმარება დასჭირდება და ამისთვის მზად უნდა იყოთ. 

კაცი - კონტროლის სურვილი ყოველთვის მისასალმებელი არ არის, ეცადეთ უფრო კომუნიკაბელური და თავისუფალი იყოთ.

მორიელი

ვარსკვლავებიც კი მიესალმებიან რაიმეს შეცვლის სურვილს, მაგრამ მოვლენების დაჩქარება საჭირო არ არის, ყველაფერი თავისთავად მოხდება.

ქალი - თქვენი მონდომება შედეგს გამოიღებს, მაგრამ ზოგჯერ ემოციები უნდა მართოთ, რადგან თქვენი პარტნიორი არ შეშინდეს.

კაცი - მომავალ კვირაში ფინანსური კეთილდღეობაც გელით. ვარსკვლავები გირჩევენ ცოტა ხნით დაისვენოთ, ამაში თქვენი მეორე ნახევარი აუცილებლად დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

თუ თქვენი და თქვენი პარტნიორების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, თქვენ ეჭვებით ხართ სავსე და ურთიერთობის დასრულებაზე ფიქრობთ, ასტროლოგები გირჩევენ მოვლენები არ დააჩქაროთ და ცოტა ხანს მოვლენების განვითარებას დააკვირდეთ. 

ქალი - მომავალ კვირაში ყველა ცვლილება უკეთესობისკენ იქნება. ვარსკვლავები მოგიწოდებენ  ნაჩქარევი დასკვნების გაკეთებისაგან თავი შეიკავოთ.

კაცი - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, თუ ახალი იდეები გაგიჩნდებათ თავში, აუცილებლად გაუზიარეთ საყვარელ მანდილოსანს.

თხის რქა

თქვენ ყოველთვის არ გესმით, რას ითხოვენ თქვენგან, ეს ურთიერთგაგების არარსებობის გამო ხდება. ვარსკვლავები გვირჩევენ, არ განაწყენდეთ, არამედ პირდაპირ გულახდილად საყვარელ ადამიანს გულახდილად ესაუბროთ. 

ქალი - თქვენი მოთმინება ნამდვილად შესაშურია, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ის სრულ თანხმობად მიიღონ. ზოგიერთ სიტუაციაში ვარსკვლავებს გირჩევენ, საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსიროთ. 

კაცი - თქვენი წესრიგისადმი სიყვარული ძალიან დასაფასებელია, მაგრამ ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც საჭიროა, ეს ურთიერთობას რომანტიკას შესძენს. 

მერწყული

დამოუკიდებლობასა და სიმართლის თქმას ყოველთვის კარგ შედეგებამდე არ მივყავართ. ვარსკვლავებს გირჩევენ უფრო ტოლერანტული იყოთ და  თქვენი პარტნიორის ნაკლოვანებები მკაცრად არ გააკრიტიკოთ.

ქალი - თქვენი დახმარების სურვილი შეიძლება აკვიატებად მიიღონ, შეეცადეთ უფრო კორექტულები და ყურადღებიანები იყოთ.

კაცი - თქვენს ქმედებებში სრულმა თავდაჯერებულობამ შეიძლება თქვენი საყვარელი ქალი შეურაცხყოს, ამიტომ აუხსენით მათ თქვენი ქმედებების მიზეზები. 

თევზები

თანაგრძნობამ და უზომო სიკეთემ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ, შეეცადეთ თქვენი პარტნიორის მიმართ უფრო ყურადღებიანები იყოთ.

ქალი - ოცნებები ყოველთვის არ სრულდება, მაგრამ თუ ოდნავ დედამიწაზე დაეშვებით ვარსკვლავები აუცილებლად დაგეხმარებიან.

კაცი - თქვენს გულწრფელ სურვილს, დაეხმაროთ ახალ ნაცნობს ვარსკვლავები მიესალმებიან, მაგრამ ამან შეიძლება თქვენი მეორე ნახევრის წყენა გამოიწვიოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system