თავში

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

უგეზო მთვარეა 05:58დან - 06:39მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

შეხვდით ცვლილებებს ოპტიმიზმით. ვარსკვლავები ენერგიითა და შრომისუნარიანობით გავსებენ, თქვენი იდეები სიახლეებისკენ გიბიძგებენ, რომელიც მხოლოდ წარმატებებს მოგიტანთ.

კურო

შესაძლოა ისეთი სიტუაციის პირისპირ აღმოჩნდეთ, როდესაც თქვენი სიმართლე და პირდაპირობა ზიანის მომტანია. უმჯობესი იქნება ენას კბილი დააჭიროთ და არ გაამხილოთ თქვენი გეგმები.

ტყუპები

მომგებიანია უძრავ ქონებასთან, საოჯახო თემებთან, ბინის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და სხვა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება.

კირჩხიბი

ყველაფერი სასიკეთოდ ვითარდება, ფორტუნა თქვენს მხარესაა, მატულობს იღბლიანობა, იაქტიურეთ და გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული მშვენიერი შანსები.

ლომი

დიდია ტყუილებისა და თაღლითობის ალბათობა, ვიღაც ეცდება თქვენს გაცურებას, თუმცა საპასუხოდ იმაზე მტკივნეულ დარტყმას მიიღებენ ვიდრე წარმოუდგენიათ, ყველაფერს ტაქტიანად და ღირსეულად გაუმკლავდებით.

ქალწული

დაკავდით თქვენი სივრცის დალაგება- მოწესრიგებით, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ზოგადად ოჯახური ატმოსფერო ახლა თქვენზე სასიკეთოდ აისახება.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებისგან შემოსულ ინფორმაციას, რა აბსურდულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ის. დღეს მომგებიანია სისხარტე და მოქნილობა, დიდხანს ფიქრით მნიშვნელოვან შანსებს გაუშვებთ ხელიდან.

მორიელი

შესაძლოა წარსულის აჩრდილებს გადაეყაროთ, რაც თქვენთვის საკმაოდ მტკივნეული იქნება და თავი შესაძლოა უსუსურ ადამიანადაც კი იგრძნოთ, სამყარო ამით თითქოს რაღაცას გახსენებთ, თქვენს გონიერებაზეა დამოკიდებული შემდგომი ქმედებები.

მშვილდოსანი

ყურადღების ცენტრში ადვილად ექცევით, თქვენი მომხიბლელობით არაერთ საკითხს წარმატებით დააგვირგვინებთ მოლაპარაკებებისა და შეხვედრების დროს, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თქვენი საყვარელი ადამიანის ეჭვიანობის მიზეზი.

თხის რქა

შეინარჩუნეთ ზომიერება საქმეშიც და პირად ურთიერთობებშიც. იყავით წინდახედული შენაძენის გაკეთებისას. ეცადეთ თვალი გაუსწოროთ რეალობას და მოიქცეთ გარემოების ადეკვატურად.

მერწყული

იყავით გულწრფელი და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ინტუიცია დღეს თქვენი მოკავშირეა. ნებისმიერი წამოწყება თქვენს სასარგებლოდ დასრულდება.

თევზები

ნუ შეეჭიდებით ისეთ საქმეს რაც თქვენს ძალებს აღემატება. ნებისმიერ საკითხში გქონდეთ გამოცდილი მეგობრების მხარდაჭერის იმედი. ყველა სირთულეს ღირსეულად გაართმევთ თავს.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system