თავში

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალმთვარეობა, პიკი 14:21 სთ-ზე თევზების ზოდიაქოს ნიშანში.

უგეზო მთვარეა 20:38 დან - დღის ბოლომდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

სასურველია გაითვალისწინოთ სხვათა მოსაზრებები და შეეცადეთ თქვენი პოზიციების გასამყარებლად კოლეგების მხარდაჭერა მოიპოვოთ, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღეთ თავად, ასე უფრო მოგებული დარჩებით.

კურო

დღევანდელი დღე დაგანახებთ თუ რამდენად საასარგებლო და მნიშვნელოვანია არსებული საქმიანი კავშირები, რამდენად გიღირთ მისი გაგრძელება,აქვს თუ არა პერსპექტივა თქვენს ძალისხმევას. სწორი პასუხები დაგეხმარებათ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.

ტყუპები

ძალიან შედეგიანი და წარმატებული დღეა. ნებისმიერ საქმეში შეძლებთ თქვენი ცოდნის, გამოცდილებისა და ენერგიის სასიკეთოდ გამოყენებას და შთამბეჭდავი შედეგების მიღებას.

კირჩხიბი

ნუ გადაიღლებით, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. საქმეს ადვილად გაუმკლავდებით თუ სხვებს დაიხმართ, ამით ხელს შეუწყობთ თქვენს ფსიქოემოციურ მდგრადობას და ჯანმრთელობას.

ლომი

ნუ იკამათებთ, შეეცადეთ შეიქმნათ კომფორტული გარემო და მოუსმინოთ მუსიკას, ერიდეთ მხედველობის გადაღლას. კარგი იქნება ბუნების წიაღში სუფთა ჰაერზე გასეირნება, მეგობრული ურთიერთობები.

ქალწული

მოერიდეთ ინტრიგებსა და ავანტიურას და გაურკვეველი თემები მშვიდობიანი ხერხებით მოაგვარეთ, შესაძლო რთულ სიტუაცებში ნუ იჩქარებთ დაუფიქრებლად რომელიმე ჯგუფის მხარდაჭერას, ამ ეტაპზე ნეიტრალური პოზიცია მეტად მომგებიანია.

სასწორი

შესაძლოა დაუგეგმავი სტუმრიანობა გახდეს თქვენი გაღიზიანების მიზეზი, რადგან გეგმების შეცვლა მოგიწევთ. შეინარჩუნეთ წონასწორობა და ნუ გადადებთ სამომავლოდ იმას, რაც აუცილებლად დღეს უნდა გააკეთოთ. გონივრული ქმედებით ყველაფერს დროულად მოაგვარებთ.

მორიელი

თუ სურვილი გექნებათ დღეს ადვილად მოიპოვებთ ნებისმიერი ადამიანის დახმარებას და მეტად პოპულარულს გახდით თქვენს საქმიანობას ან პროექტებს. წინ ახალი პერსპექტიული შესაძლებლობები და ახალი ჰორიზონტები გადაიშლება.

მშვილდოსანი

ირგვლივმყოფ ადამიანებში თქვენმა ქმედებებმა ეჭვი და უკმაყოფილება შეიძლება გამოიწვიოს. ნუ გაამჟღავნებთ ბოლომდე თქვენს გეგმებს და იყავით უფრო თავდაჯერებული და მტკიცე.

თხის რქა

ნუ გაგიტაცებთ ილუზიები და ჯანსაღი თვალით შეხედეთ რეალობას, მოუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, ფიზიკურ და სულიერ ენერგიებს, რათა თავიდან აიცილოთ გამოფიტვა და გადაღლილობა.

მერწყული

ყურადღება გამოიჩინეთ გარრშემომყოფთა მიმართ. შეეცადეთ კონკრეტულად და გასაგებად, ნათლად ჩამოაყალობოთ რას მოითხოვთ მათგან, რათა თავი აარიდოთ საქმეებისა და სიტუაციის გართულებებს.

თევზები

შესაძლოა გაგიჭირდეთ დაკისრებული საქმის ან ამოცანის გადაჭრა, ახლა ამპარტავნების და ზედმეტი სიამაყის დრო არაა, მდგოამრეობა სწორად შეაფასეთ და დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართეთ.

მასალა მომზადებულია ასტროლოგ ქეთი ოდიშელის მიერ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system